რეგიონალური მძღოლი
"თიენდარი" საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. თიენდარი საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco).
20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში. ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს www.trd.ge ან მოგვწერეთ მეილზე
T&R DISTRIBUTION (British American Tobacco (BAT)-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში) აცხადებს ვაკანსიას რეგიონალური მძღოლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- მგზავრობისას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებისა და ტვირთის მთლიანობის მკაცრი დაცვა.
- რეგიონალური გრაფიკისა და მიწოდების ვადების ზუსტი დაცვა.
- ტვირთის მიღება-ჩაბარების, ზედნადებებთან მუშაობისა და მარშრუტის ოპტიმალური დაგეგმვის ცოდნა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- B, C კატეგორიის მართვის მოწმობა;
- მინიმუმ 2-3 წლიანი უწყვეტი გამოცდილება შესაბამისი კატეგორიის ავტომობილზე, მათ შორის საქართველოს რეგიონალურ მარშრუტებზე მოძრაობის პრაქტიკა;
- ავტომობილის საბაზისო ტექნიკური გამართულობის შემოწმებისა უნარი;
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00 სთ - 18 სთ;
- სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილო, რ. აბრამიშვილის ქ. 2
- პერიოდული მივლინებები (ანაზღაურებულია დღიური სამივლინებო და სასტუმროს ხარჯები): თელავი, ხაშური, ქუთაისი, ბათუმი, სენაკი;
- ანაზღაურება (ფიქსირებული) 2 300 ლარი
პიროვნული უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელური, სტაბილური, პუნქტუალური, სტრესულ სიტუაციებსა და ინტენსიურ გრაფიკში მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
CV/რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.