სერვისის მენეჯერი
Dro Fresh Bar არის ჯანსაღი კვების კონცეფციის ბარი, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ დავნერგოთ ჯანსაღი და ხარისხიანი კვება საქართველოში.
ვეძებთ სერვის მენეჯერს
- განიხილებიან მხოლოდ გამოცდილების მქონე კადრები
- ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
ძირითადი მოვალეობები
- ფილიალში მომსახურების სტანდარტების დანერგვა და შესრულების მონიტორინგი და ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება;
- მომხმარებელთან კომუნიკაციის, მომსახურების სისწრაფისა და შეკვეთების სწორად გაცემის კონტროლი;
- თანამშრომლების მოწესრიგებულობისა და ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგი;
- HR-თან და ფილიალის მენეჯერებთან თანამშრომლობა კანდიდატების შერჩევის, შეფასების და გუნდის დაკომპლექტების პროცესში;
- ახალი თანამშრომლების ადაპტაცია, მომსახურების სტანდარტებისა და მენიუს შესახებ ტრენინგების ჩატარება;
- ორივე ცვლის გუნდთან რეგულარული უკუკავშირის შეხვედრების გამართვა და თანამშრომლების ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობა;
- მომხმარებლის შეფასებების ანალიზი, გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და გაუმჯობესებაზე მუშაობა;
- პრობლემური სიტუაციების ეფექტურად მართვა და მოგვარება;
- გუნდის მოტივაციის ხელშეწყობა და გუნდური აქტივობების ორგანიზება;
- ფილიალის მენეჯერებთან და შიფტ ლიდერებთან კოორდინაცია, ხარვეზების გამოსწორების კონტროლი;
- ხელმძღვანელობისთვის ყოველკვირეული მოკლე ანგარიშის მომზადება.
რას ველოდებით კანდიდატისგან
- კვების ობიექტში სერვისის მიმართულებით გამოცდილება;
- თანამშრომლების სწავლებისა და გუნდის მართვის უნარს;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მოგვარების უნარს;
- ორგანიზებულობას, პასუხისმგებლობასა და დეტალების მიმართ ყურადღებას;
- დატვირთულ გარემოში პრიორიტეტების განსაზღვრისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს.
- სწრაფი კვების ქსელში ან რამდენიმე ფილიალთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
გთავაზობთ:
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; დანამიკურ სამუშაო გარემოს და საკუთარი ინიციატივებით მოქმედების შესაძლებლობას; მხარდამჭერ სამუშაო გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე სათაურის ველში მიუთითეთ: "სერვის მენეჯერი".