მთავარი მცხობელი
Eurobread Georgia აცხადებს ვაკანსიას მთავარი მცხობელის პოზიციაზე ქ. ბათუმი გენერალ ასლან აბაშიძის 38
ძირითადი მოვალეობები: - საწარმოში ცხობის სრული პროცესის დაგეგმვა, მართვა და შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა. - არსებული რეცეპტურების ზედმიწევნით ცოდნა და ყველა სახის პროდუქციის უმაღლეს, პროფესიონალურ დონეზე დამზადება. - ქარხნის სპეციფიკისა და არსებული რეცეპტურების ანალიზი, დახვეწა და საწარმოო პროცესში საკუთარი პროფესიული ხედვისა და ინოვაციების დანერგვა. - დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის (დამხმარე მცხობელების) მუშაობის სრული კონტროლი, კოორდინაცია და სამუშაო გრაფიკის მართვა. - ცხობის ყველა ეტაპის მკაცრი ზედამხედველობა — დაწყებული ნედლეულის მომზადებიდან, მზა პროდუქციის მიღებამდე. - წარმოების პროცესში გამოყენებული ინგრედიენტებისა და მზა ნაწარმის მკაცრი აღრიცხვიანობისა და კონტროლის წარმოება. - პროდუქციის მაღალი ხარისხის სტანდარტებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უპირობო დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - მთავარ მცხობელად, ტექნოლოგად ან საცხობის მენეჯერად მუშაობის მრავალწლიანი დადასტურებული გამოცდილება. - ცხობის ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა ტიპის ცომეულის (პურ-ფუნთუშეული / საკონდიტრო ნაწარმი) რეცეპტურების სიღრმისეული ცოდნა. - გუნდის მართვისა და ლიდერობის ძლიერი უნარები. - დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და მკაცრი აღრიცხვიანობის წარმოების უნარი.
რას გთავაზობთ: - კონკურენტულ და მაღალ ანაზღაურებას. - შესაძლებლობას, დანერგოთ თქვენი ხედვა და განავითაროთ საწარმოს ასორტიმენტი. - სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.