8984 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

V8TF1KM9 გამოქვეყნდა 28 სექ 10 ნახვა

კონტაქტჰოუმი

კონტაქტჰოუმი

საწყობის თანამშრომელი

კონტაქტჰოუმი გარე განცხადება
ზუგდიდი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
₾1200 / თვეში ბოლო ვადა: 12 ოქტ

"Kontakt" -ეს არის თანამედროვე სივრცე და ლიდერი კომპანია, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის მსოფლიო გიგანტები. ჩვენ ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Hoffmann, Sony და სხვ.).

დღეისათვის ჩვენი გუნდი 250-ზე მეტი პროფესიონალს აერთიანებს და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ჩვენი მთავარი ღირებულება თანამშრომლების პიროვნული და კარიერული განვითარებაა.

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი

ლოგისტიკური პროცესების გამართულად მართვისთვის, ვეძებთ ენერგიულ და შრომისმოყვარე საწყობის თანამშრომელს ჩვენი ზუგდიდის ფილიალში.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

  • შემოსული პროდუქციის მიღება და სატრანსპორტო საშუალებებიდან ჩამოტვირთვა;
  • პროდუქციის საწყობის სექციებში განაწილება და განლაგება;
  • საწყობის ტერიტორიაზე პროდუქციის უსაფრთხო გადაადგილება;
  • გაყიდული პროდუქციის მომზადება და მიწოდების ავტომობილებში დატვირთვა;
  • გეგმიურ ინვენტარიზაციასა და აღწერებში მონაწილეობის მიღება.
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან და კომპანიის ინტერესებიდან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

რას გთავაზობთ ჩვენ? ჩვენ ვქმნით სტაბილურ სამუშაო გარემოს და გთავაზობთ:

  • ანაზღაურება: 1200 ₾ + ბონუსი;
  • სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 10:00 - 19:00/ 12:00-21:00 სთ (კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენება);
  • ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტები);
  • ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass;
  • დამატებითი დასვენება: წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
  • განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.

დაინტერესდით? გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: " ფილიალის საწყობის თანამშრომელი, ზუგდიდი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა:11 ოქტომბერი, 2026 წელი.

გისურვებთ წარმატებას!

  • * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კონტაქტჰოუმი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა