9844 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

VG1V3R5E გამოქვეყნდა 23 ოქტ 20 ნახვა

კომერციული დირექტორი

სფეის კარგო გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ნოე

კომპანია "სფეის კარგო" ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვებს. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას: მცირე და საშუალო ბიზნესის (B2B) მომსახურებას და საცალო მომხმარებლების (B2C) მომსახურებას.

პოზიციის მიზანი:

კომერციული დირექტორი პასუხისმგებელი იქნება კომპანიის კომერციული სტრატეგიის, გაყიდვებისა და მარკეტინგის მართვაზე, ბიზნესის განვითარებასა და ფინანსური შედეგების ანალიზზე, კომპანიის შემოსავლებისა და მომგებიანობის ზრდის მიზნით.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება, განხორციელება და შედეგების შეფასება.
  • გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებების მართვა და მათი ეფექტიანობის გაუმჯობესება.
  • შემოსავლების, ხარჯებისა და მომგებიანობის ანალიზი; გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა.
  • ტარიფების, კომერციული შეთავაზებებისა და ფასდაკლებების შეფასება კომპანიის ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით.
  • ახალი კლიენტების, ბაზრებისა და ბიზნესგანვითარების შესაძლებლობების მოძიება.
  • მსხვილ კლიენტებთან და პარტნიორებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება და თანამშრომლობის განვითარება.
  • კომერციული შედეგების მონიტორინგი და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ფინანსების, ეკონომიკის ან მომიჯნავე სფეროში.
  • ლოგისტიკის, საერთაშორისო გადაზიდვების ან მომიჯნავე სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
  • გაყიდვების, კომერციული მიმართულების ან ბიზნესის განვითარების მართვის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
  • ფინანსური და კომერციული მონაცემების ანალიზის უნარი.
  • გაყიდვების სტრატეგიის შემუშავებისა და გუნდის მართვის გამოცდილება.
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
  • Excel-ისა და საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

განაცხადის მიღება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ მისამართზე.

ელფოსტის სათაურის ველში მიუთითეთ: კომერციული დირექტორი.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დიასახლისი

ახალი
Oompa Loompa თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
22 ოქტ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

რუქების ოპერაციების სპეციალისტი, მგზავრების გადაზიდვა

ახალი
Bolt თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი კომპანიის საიტი
₾2120 23 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა