გაყიდვების მენეჯერი
20 წლიანი გამოცდილებით კომპანია "ქარექსპრესი" ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტოიმპორტიორია კავკასიაში. კომპანია ახორციელებს ავტომობილებისა და ნებისმიერი ტიპის სპეც-ტექნიკის, ასევე ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და კანადიდან.
"ქარექსპრესი"-ის გუნდში ვეძებთ აქტიურ, შედეგზე ორიენტირებულ და კომუნიკაბელურ გაყიდვების მენეჯერს ევროპის მიმართულებით, რომლის მთავარი პასუხისმგებლობა იქნება ევროპის, მათ შორის გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების ბაზრებზე ავტომობილების მოძიება, შერჩევა და შესყიდვა, ასევე მათი შემდგომი გაყიდვების პროცესის სრულად მართვა.
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც კარგად ესმის ევროპული ავტოაუქციონების მუშაობის სპეციფიკა, შეუძლია ავტომობილის სწორად შეფასება, შესყიდვის მაქსიმალური ფასის განსაზღვრა და კომპანიისთვის კომერციულად საინტერესო ავტომობილების დამოუკიდებლად მოძიება.
ლოკაცია: თბილისი, საბურთალო
სამუშაო საათები: 10:00-18:00
დასვენების დღე: შაბათი, კვირა
ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა
ძირითადი მოვალეობები:
** ევროპის ბაზარზე სხვადასხვა ტიპის ავტომობილების აქტიური მოძიება და შერჩევა;
** გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების საავტომობილო აუქციონებზე მუშაობა;
** საერთაშორისო აუქციონებზე ავტომობილების მოძიება, შეფასება და შესყიდვა;
** ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის, ისტორიის, გარბენის, დაზიანებისა და კომპლექტაციის შეფასება;
** ავტომობილის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა და შესყიდვის მაქსიმალური ფასის სწორად დათვლა;
** აუქციონზე ბიდინგის პროცესის მართვა და შესყიდვის გადაწყვეტილების მიღება;
** შესყიდვამდე ავტომობილის სრული თვითღირებულების გათვლა — ავტომობილის ფასი, აუქციონის საკომისიო, ტრანსპორტირება, ლოჯისტიკა და სხვა დაკავშირებული ხარჯები;
** ევროპის ბაზარზე მოთხოვნადი ავტომობილების, მოდელებისა და ფასების მუდმივი მონიტორინგი;
** ისეთი ავტომობილების დამოუკიდებლად მოძიება, რომელთა შემოტანა და რეალიზაცია კომპანიისთვის კომერციულად მომგებიანია;
** მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად შესაბამისი ავტომობილის მოძიება და შეთავაზება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია და გაყიდვების პროცესის სრულად მართვა;
** ახალი კლიენტების მოძიება და არსებული კლიენტების ბაზის განვითარება;
** ავტომობილის შეთავაზებიდან გარიგების დასრულებამდე გაყიდვების პროცესის მართვა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგებზე ორიენტირება;
** ევროპელ მომწოდებლებთან, აუქციონებთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** ბაზრის ცვლილებებისა და ფასების მუდმივი მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავტომობილების გაყიდვების, ავტოიმპორტის ან საავტომობილო სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ევროპის საავტომობილო ბაზრისა და აუქციონების პრაქტიკული ცოდნა;
** გერმანიისა და ევროპის სხვა ქვეყნების აუქციონებზე ავტომობილების მოძიებისა და შეძენის გამოცდილება;
** აუქციონებზე ბიდინგის სისტემისა და შესყიდვის პროცესის ცოდნა;
** ავტომობილის მდგომარეობისა და რეალური საბაზრო ღირებულების შეფასების უნარი;
** ავტომობილის შესყიდვასთან დაკავშირებული სრული ხარჯების წინასწარ გათვლის უნარი;
** ევროპის ბაზარზე სხვადასხვა ტიპისა და კლასის ავტომობილების კარგი ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** აქტიური და შედეგზე ორიენტირებული სამუშაო სტილი;
** ავტომობილების მიმართ ძლიერი ინტერესი და ბაზრის მუდმივი შესწავლის სურვილი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** გერმანული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ევროპის აუქციონებთან ან ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებული პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ევროპის საავტომობილო ბაზარზე მუშაობის შესაძლებლობას;
** საერთაშორისო აუქციონებთან და ავტომობილების შესყიდვის პროცესთან უშუალო მუშაობას;
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას + შედეგებზე დაფუძნებულ საბონუსე სისტემას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** კორპორატიულ დაზღვევას.
თუ იცნობ ევროპის ავტობაზარს, იცი როგორ მოძებნო სწორი ავტომობილი, შეაფასო მისი რეალური ღირებულება, სწორ ფასში იყიდო და ამავდროულად ეფექტურად მართო გაყიდვების პროცესი — ჩვენ გელოდებით გუნდში.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.