8,611 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

VM0P4Q1W გამოქვეყნდა 16 სექ 3 ნახვა

G&A Group

G&A Group

ხარისხისა და სურსათის უსაფრთხოების მენეჯერი

G&A Group გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 17 ოქტ

ხარისხისა და სურსათის უსაფრთხოების მენეჯერი

"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს.

ვეძებთ გამოცდილ პროფესიონალს, რომელიც სრულად აიღებს პასუხისმგებლობას საწარმოში ხარისხის მართვისა და სურსათის უსაფრთხოების სისტემებზე — ნედლეულის მიღებიდან მზა პროდუქციის გამოშვებამდე.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოში ხარისხისა და სურსათის უსაფრთხოების სისტემის სრული მართვა;
  • HACCP-ის, ISO 22000-ისა და კომპანიის შიდა ხარისხის სტანდარტების დანერგვა, მართვა და მუდმივი გაუმჯობესება;
  • ნედლეულის მიღებისას ხარისხისა და შესაბამისობის კონტროლის სისტემის ორგანიზება;
  • წარმოების ყველა ეტაპზე ტექნოლოგიური და ხარისხობრივი პარამეტრების კონტროლი;
  • მზა პროდუქციის ხარისხისა და სპეციფიკაციებთან შესაბამისობის კონტროლი;
  • სანიტარიულ-ჰიგიენური რეჟიმის, დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცესების კონტროლი;
  • ლაბორატორიული კვლევებისა და პროდუქციის პერიოდული ტესტირების დაგეგმვა და შედეგების კონტროლი;
  • მომწოდებლების ხარისხობრივი შეფასება და ნედლეულის სპეციფიკაციების კონტროლი;
  • შეუსაბამობების გამოვლენა, მიზეზების ანალიზი და Corrective / Preventive Actions (CAPA)-ს მართვა;
  • მომხმარებლებისა და სავაჭრო ქსელებიდან მიღებული ხარისხობრივი პრეტენზიების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • პროდუქციის დაბრუნებების მიზეზების ხარისხობრივი ანალიზი;
  • შიდა აუდიტების დაგეგმვა და ჩატარება;
  • გარე, მომხმარებლისა და სახელმწიფო აუდიტებისთვის საწარმოს მომზადება და პროცესის მართვა;
  • ხარისხისა და სურსათის უსაფრთხოების დოკუმენტაციის, ინსტრუქციების, პროცედურებისა და ჩანაწერების მართვა;
  • თანამშრომლების ტრენინგების ორგანიზება ჰიგიენის, ხარისხისა და სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით;
  • ხარისხთან დაკავშირებული KPI-ების შემუშავება, მონიტორინგი და ხელმძღვანელობისთვის პერიოდული ანგარიშგება;
  • წარმოების, ტექნოლოგიური, შესყიდვების, საწყობისა და კომერციული გუნდების კოორდინაცია ხარისხთან დაკავშირებულ საკითხებში.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება კვების ტექნოლოგიის, სურსათის უვნებლობის, ქიმიის, ბიოლოგიის ან შესაბამის სფეროში;
  • კვების მრეწველობაში მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება, სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე;
  • HACCP-ის პრაქტიკული ცოდნა და სისტემის მართვის გამოცდილება;
  • ISO 22000 / FSSC 22000-ის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • საწარმოო სანიტარიის, ჰიგიენისა და მიკრობიოლოგიური რისკების ცოდნა;
  • ხარისხობრივი შეუსაბამობებისა და Root Cause Analysis-ის პრაქტიკული გამოცდილება;
  • აუდიტებთან მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდის მართვისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;

ჩვენთვის ეს პოზიცია არ არის მხოლოდ დოკუმენტაციისა და სერტიფიკაციის მართვა.

ხარისხისა და სურსათის უსაფრთხოების მენეჯერი უშუალოდ უნდა იყოს ჩართული საწარმოო პროცესში, დროულად გამოავლინოს პრობლემა, განსაზღვროს მისი მიზეზი და უზრუნველყოს რეალური გამოსწორება.

მისი მთავარი ამოცანაა, რომ საწარმოდან გასული პროდუქტი მუდმივად აკმაყოფილებდეს კომპანიის მიერ განსაზღვრულ ხარისხის, გემოვნების, სტაბილურობისა და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი დასაქმება: სრული განაკვეთი ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ: ხარისხისა და სურსათის უსაფრთხოების მენეჯერი

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

G&A Group ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
G&A Group
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა