9,155 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

VRCD2F2F გამოქვეყნდა 18 სექ 8 ნახვა

არქი

არქი

მშენებლობის ხარისხის მენეჯერი

არქი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი მშენებლობა / რემონტი
გადასვლა თავდაპირველ განცხადებაზე ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ოქტ

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქი"-ში ვეძებთ მშენებლობის ხარისხის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:

  • სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი;
  • მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესების კონტროლი;
  • გამოყენებული მასალების ხარისხის კონტროლი;
  • სამუშაოთა მსვლელობისას დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების დაფიქსირება;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოს ფორმა 2-ის მიღება/დადასტურება;
  • სისტემატიური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება;
  • ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია რკინა-ბეტონის კარკასის შემომფარგვლელი კონსტრუქციების, არქიტექტურულ და მოსაპირკეთებელ სამუშაოების წარმოებაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველი ზოგადი ცოდნა-გამოცდილება საინჟინრო ქსელების მოწყობაში;
  • აუცილებელია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
არქი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა