8,821 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

W40H88GA გამოქვეყნდა 21 სექ 4 ნახვა

გასტრონომი

გასტრონომი

ღამის ცვლის კონსულტანტი

გასტრონომი გარე განცხადება
ბათუმი სტაჟირება გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 22 ოქტ

"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან

Gastronome -ში ვეძებთ თანამშრომელს ღამის ცვლის კონსულტანტის პოზიციაზე.

გთავაზობთ ჩვენ:

  • ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, მზარდი ფიქსირებული ხელფასი.
  • ბონუსები: ყოველთვიური ბონუსების სისტემა.
  • სამუშაო გრაფიკი: 4 დღეში ერთხელ 24 საათი (4 საათი შესვენების დრო)
  • სტაჟირება: 1 კვირა (სრულად ანაზღაურებადი).
  • ჯანმრთელობის დაზღვევა: სრულად დაფინანსებული კორპორატიული პაკეტი.
  • ფასდაკლების ბარათი
  • კარიერა: რეალური პროფესიული ზრდის პერსპექტივა ჯგუფის შიგნით.
  • აღიარება: თვიური დაჯილდოებები გამორჩეული თანამშრომლებისთვის და ჯანსაღი, მეგობრული გუნდი.

ძირითადი მოვალეობები:

  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის მართავა (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა, განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.)
  • ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება (ვოლტი)
  • ფილიალში შემოსული მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთება კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით და სწრაფი და ეფექტური გაყიდვების წარმართვა
  • გაყიდვების სტიმულირება და თვიური გეგმის შესრულება
  • კომპანიის მიერ ორგანიზებულ, პროდუქციის შესახებ ტესტირებებზე და ტრენინგებზე დასწრება/მონაწილეობის მიღება

მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან HORECA სფეროში
  • სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი
  • გამართული მეტყველება

ფილიალების ადგილმდებარეობა: ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქ. 14

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 5 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
გასტრონომი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა