აღწერების ანალიტიკოსი
იმერეთის რეგიონში წამყვანი საცალო ქსელი „ფემილი რითეილი“ აცხადებს ვაკანსიას აღწერების ანალიტიკოსის პოზიციაზე. ვეძებთ დეტალებზე ორიენტირებულ, ანალიტიკური აზროვნების მქონე კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების, გაყიდვებისა და ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზს და დაეხმარება კომპანიას ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებაში. ვაკანსია — აღწერების ანალიტიკოსი
სამუშაო პირობები: მდებარეობა: ქუთაისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი, 09:00–18:00 ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი მოვალეობები: - მაღაზიებში განხორციელებული კამერების ჩანაწერების გადახედვა და გადამოწმება ინვენტარიზაციის, დანაკლისებისა და ჩამოწერების დღეების მიხედვით. - სალარო ზონასა და სავაჭრო დარბაზში პერსონალის ან მომხმარებლის მხრიდან დარღვევების იდენტიფიცირება. - კამერების მეშვეობით სადისტრიბუციო/საწყობის ზონაში პროდუქციის მიღების პროცესის გადამოწმება და დარღვევების დაფიქსირება. - ინვენტარიზაციის შედეგების დამუშავება, TOP-დანაკლისიანი პროდუქტების გამოვლენა და მონაცემების ანალიზი. - სალაროს ოპერაციების ანალიზი, მათ შორის საქონლის ამოღების, სასაქონლო ამოღების არასწორი გატარებისა და ხელით შეყვანილი კოდების სისტემური მონიტორინგი. - ჩამოწერებისა და ვადაგასვლის კონტროლი, ვადაგასული, დაზიანებული ან ჩამოწერილი პროდუქციის დანაკარგის დადგენა და ნორმიდან გადახრების იდენტიფიცირება. - ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი: მენეჯმენტისთვის ანგარიშების მომზადება გამოვლენილი დარღვევებისა და ფინანსური დანაკარგების შესახებ. - დანაკარგების შემცირების მიზნით მართვისთვის რეკომენდაციების მომზადება და პრევენციული ღონისძიებების შეთავაზება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - მინიმუმ 1–2 წლიანი სამუშაო გამოცდილება რითეილში, სუპერმარკეტების ქსელში, სასურველია ანალიტიკის, უსაფრთხოების/მონიტორინგის ან ინვენტარიზაციის მიმართულებით. - CCTV (ვიდეომონიტორინგის) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. - MS Excel-ის კარგი ცოდნა: Pivot Tables, VLOOKUP/XLOOKUP, რთული ფორმულები და დიაგრამები. - ERP/POS სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება 1C, Apex, Retail Pro ან SAP სისტემების ცოდნას.
პიროვნული თვისებები და უნარები - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება. - ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება. - პრინციპულობა, ობიექტურობა და კონფიდენციალურობის დაცვის უნარი. - დროის ეფექტიანად მართვისა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ: „აღწერების ანალიტიკოსი“.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი თანხმობას აცხადებს, რომ შპს „ფემილი რითეილმა“ დაამუშაოს მის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები კანდიდატის გამოცხადებულ ვაკანსიასთან შესაბამისობის შეფასებისა და მასთან კომუნიკაციის მიზნით. კანდიდატის შერჩევის შემთხვევაში მონაცემები დამუშავდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ხოლო შეურჩევლობის შემთხვევაში წაიშლება, თუ მათი შენახვის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.