9770 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

W5148TWD გამოქვეყნდა 12 ოქტ 29 ნახვა

კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი

კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი

HR დირექტორი

შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 11 ნოე

სს “კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას HR დირექტორის პოზიციაზე.

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, GDM- კი დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. პარტნიორები ჰყვს “გალფი”-ს და “დსთ”-ს ქვეყნებში და ასევე, საქართველოს სტუმარებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00-დან 18:00-მდე) სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, კოსტავას 12 ( სტამბა) კომპანიის HR დეპარტამენტი რომელიც 3 თანამშრომლისგან შედგება ეძებს HR დირექტორს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის, პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება, დანერგვა და მართვა კომპანიის ბიზნესმიზნების შესაბამისად; - HR დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზება, სამუშაო პროცესების დაგეგმვა, ამოცანების დელეგირება და შესრულების კონტროლი; - HR პროცესების ეფექტიანი და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; - თანამშრომელთა შერჩევისა და რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა; - კომპენსაციებისა და ბენეფიტების პოლიტიკის შემუშავება და მართვა; - თანამშრომელთა მოტივაციის, ჩართულობისა და შენარჩუნების სისტემების შემუშავება და დანერგვა; - თანამშრომელთა საქმიანობის შეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემების დანერგვა და მართვა; - თანამშრომელთა Onboarding/Offboarding პროცესების ორგანიზება და ეფექტიანი განხორციელების უზრუნველყოფა; - შრომითი კანონმდებლობის, შიდა პოლიტიკებისა და რეგულაციების დაცვის უზრუნველყოფა; - ორგანიზაციული სტრუქტურისა და ადამიანური რესურსების საჭიროებების დაგეგმვა; - HR პროცესების ეფექტიანობის შეფასება, შესაბამისი მაჩვენებლების ანალიზი და გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება; - HR გუნდის მართვა, თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და დეპარტამენტის შედეგებზე პასუხისმგებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები; - უმაღლესი განათლება; - შრომის კოდექსის ცოდნა; - HR სოფტთან მუშაობის გამოცდილება; - ადამიანური რესურსების სფეროში მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; - ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; - საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა; - ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; - გუნდის მართვის გამოცდიელბა; - სტრატეგიული აზროვნება; - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - კონფლიქტური სიტუაციების კონსტრუქციულად მოგვარების უნარი; - დროის მართვის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე. აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება! გისურვებთ წარმატებას.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზუმე (CV) შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ადამიანური რესურსების ადმინისტრაციის ასისტენტი

ახალი
Evolution თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი კომპანიის საიტი
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა