მოლარე-კონსულტანტი
"კარფური სითი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
უბანი: საბურთალო
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
- პროდუქციის თაროებზე განთავსება (როგორც სავაჭრო დარბაზში, ასევე საწყობში);
- თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და განახლება;
- ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
- ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წესების სრული დაცვით წარმოება;
- სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება.
უნარ-ჩვევები:
- მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის და თავაზიანი მომსახურების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებას თვეში ორჯერ დარიცხვით: 900-1300 ლარი (ანაზღაურება დამოკიდებულია ნამუშევარ საათებზე)
- შენზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს
- სახლთან ახლოს დასაქმების შესაძლებლობას
- ანაზღაურებად სტაჟირებას
- ტრენინგებისა და სწავლების შესაძლებლობას
- დასაქმებას შეხვედრის დღესვე
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას 3-6 თვის შემდეგ და გაზრდილ ანაზღაურებას
- ჯანმრთელობის დაზღვევის საუკეთესო შეთავაზებას
- მდიდარ კორპორაციულ კულტურასა და მეგობრულ სამუშაო გარემოს
მისამართი: თბილისი, საბურთალო, მერაბ კოსტავას 73.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენ მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-კონსულტანტი"
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.