8624 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

WW0Q9T7D გამოქვეყნდა 29 სექ 8 ნახვა

კოლორესკო

კოლორესკო

გაყიდვების მენეჯერი

კოლორესკო გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა: 30 ოქტ

"კოლორესკო" San Marco წარმოადგენს იტალიური დეკორატიული საღებავებისა და საფარების ბრენდის San Marco-ს ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში. კომპანია ორიენტირებულია ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე, მაღალი ხარისხის პროდუქციასა და პროფესიონალურ მომსახურებაზე. ჩვენი გუნდი შედგება მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალებისგან, რომლებიც ქმნიან მეგობრულ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს. ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

პირობები:

  • სრული განაკვეთი, სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (შესაძლებელია კორექტივა);
  • ხელფასი: ფიქსირებული + პროცენტული ბონუსი გაყიდვების მიხედვით;
  • ოფიციალური დასაქმება;
  • კომფორტული სამუშაო გარემო და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.

ენები: ქართული, ინგლისური

ანაზღაურება: 1, 500 ₾ თვეში + საბონუსე სისტემა

მოვალეობები:

ციფრული არხების და Inbox-ის ყოველდღიური მართვა (B2C & B2B):

  • Inbox-ის ოპერატიული დამუშავება: სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, TikTok) შემოსულ ყველა წერილსა და კომენტარზე დროული, ამომწურავი და გაყიდვებზე ორიენტირებული პასუხების გაცემა;
  • მომხმარებელთა კონვერტაცია: ციფრული დაინტერესების რეალურ გაყიდვად ქცევა — პროდუქტის/სერვისის დეტალური პრეზენტაცია მიმოწერაში ან მომხმარებლის სატელეფონო კომუნიკაციაზე გადმოყვანა.

B2B მიმართულება (ბიზნეს კლიენტებთან მუშაობა):

  • პარტნიორების მოძიება: პოტენციური B2B კლიენტების (კომპანიების, ორგანიზაციების) აქტიური მოძიება, ბაზრის კვლევა და მათთან პირველი კონტაქტის დამყარება (ცივი ზარები/წერილები);
  • კომერციული შეთავაზებები: სპეციფიკური, ინდივიდუალური კომერციული შეთავაზებებისა და პრეზენტაციების მომზადება ბიზნეს სეგმენტისთვის;
  • მოლაპარაკებები და შეხვედრები: B2B პარტნიორებთან შეხვედრების ორგანიზება, პირობების შეთანხმება და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით.

კლიენტებთან ურთიერთობა და პროცესის ადმინისტრირება:

  • B2C და B2B კლიენტების ბაზის მართვა: მომხმარებელთა მონაცემების, შეკვეთების ისტორიისა და მიმდინარე მოლაპარაკებების სტატუსების ზუსტი აღრიცხვა;
  • ლოგისტიკური ჯაჭვის კოორდინაცია: ოფის მენეჯერთან მჭიდრო კავშირი გაყიდვის დასრულებისთანავე, რათა დროულად მომზადდეს ინვოისები, გაიწეროს ზედნადებები (RS.ge) და მოხდეს შეკვეთის მიწოდება;
  • ლოიალურობის შენარჩუნება: არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია, უკუკავშირის მიღება და განმეორებითი გაყიდვების (Upselling) სტიმულირება.

რეპორტინგი და ანალიტიკა:

  • მარკეტინგთან სინქრონი: სოც. მედიის სტრატეგთან მუდმივი უკუკავშირი — ინფორმაციის მიწოდება, თუ რომელი სარეკლამო კამპანიიდან შემოდიან ყველაზე მეტად მყიდველი (და არა უბრალოდ "ფასით დაინტერესებული") კლიენტები;
  • გეგმების შესრულება და რეპორტი: ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება და ხელმძღვანელობისთვის გაყიდვების დინამიკის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
  • გაყიდვების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება ციფრული არხებისა და Inbox-ის ყოველდღიურ მართვაზე B2C და B2B მიმართულებით. მისი ძირითადი ამოცანაა სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, TikTok) შემოსულ შეტყობინებებსა და კომენტარებზე დროული, ამომწურავი და გაყიდვებზე ორიენტირებული პასუხების გაცემა, რათა ციფრული დაინტერესება გარდაიქმნას რეალურ გაყიდვად;
  • ბიზნეს-სეგმენტთან მუშაობის ფარგლებში უზრუნველყოფს პოტენციური B2B კლიენტების მოძიებას, ბაზრის კვლევასა და პირველადი კონტაქტის დამყარებას (ცივი ზარები და წერილები), ამზადებს ინდივიდუალურ კომერციულ შეთავაზებებსა და პრეზენტაციებს, ორგანიზებას უწევს შეხვედრებს, მონაწილეობს მოლაპარაკებებსა და გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებაში;
  • გაყიდვის დასრულების შემდეგ კოორდინირებს ლოგისტიკურ პროცესს ოფისის მენეჯერთან ინვოისების მომზადებას, ზედნადებების (RS.ge) გაწერასა და შეკვეთის მიწოდებას. ასევე ანგარიშგებას ხელმძღვანელობას გაყიდვების დინამიკის შესახებ და უზრუნველყოფს უკუკავშირს მარკეტინგის გუნდთან სარეკლამო კამპანიების ეფექტიანობის შესაფასებლად.

პერსონალური უნარ ჩვევები

  • კომუნიკაციის მაღალი ხარისხი;
  • ორიენტირებულობა შედეგზე და ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულებაზე;
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და ვალდებულებების დროული შესრულება;
  • პროაქტიულობა და თვითინიციატივით მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი მარკეტინგისა და ადმინისტრაციის გუნდებთან კოორდინაციისთვის;
  • ემოციური მდგრადობა და ზომიერება რთულ კომუნიკაციებში;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.

უნარები:

  • ბაზრის ანალიზი;
  • გაყიდვების ტექნიკების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრეზენტაციის უნარები;
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება
გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
კოლორესკო
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა