8,813 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

WWK5FCSZ გამოქვეყნდა 22 სექ 3 ნახვა

დამსაქმებელი

დამსაქმებელი

საოპერაციო კოორდინატორი/სუპერვაიზერი - აგრო სექტორი

დამსაქმებელი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი სხვა
შესვლა და განაცხადი
₾500 / თვეში ბოლო ვადა: 23 ოქტ

საოპერაციო კოორდინატორი / სუპერვაიზერი (აგრო სექტორი)

ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ და ორგანიზებულ სპეციალისტს, რომლის მთავარი მოვალეობა იქნება ყოველდღიური პროცესების მართვა და ხარისხის კონტროლი.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრინციპულობა;
  • დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • გუნდის მართვის უნარი და ლიდერული თვისებები;
  • დროს და პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი;
  • მობილურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სუპერვაიზერის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება (უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება დისტრიბუციის, ლოგისტიკის ან აგრო სექტორში);
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომობილი;
  • MS Office-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბაღში დაგეგმილი ყოველდღიური საქმიანობის მართვა, მონიტორინგი და კოორდინაცია. მუშების აღრიცხვა, ფინანსური კონტროლი და ვადების დაცვა;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხის გადამოწმება და ჩაბარება;
  • საწყობში პროდუქციის მიღების, გაცემის და ნაშთების აღრიცხვის პროცესის კონტროლი საწყობის მენეჯერთან ერთად. თვის ბოლოს ინვენტარიზაციის ჩატარება (არ არის დიდი ნომენკლატურა);
  • საწვავის გაცემის, ხარჯვისა და ნაშთების მკაცრი აღრიცხვა-კონტროლი;
  • მიღებული პროდუქციის/მომსახურების ინვოისების და პირველადი დოკუმენტაციის შემოწმება და შენახვა;
  • კუთვნილი ინვენტარის/ტექნიკის სწორი ექსპლუატაციის ზედამხედველობა;
  • სამუშაო პროცესში არსებული ხარვეზების გამოვლენა, მათი გამომწვევი მიზეზების ანალიზი და გამოსასწორებელი გზების შეთავაზება;
  • ავტოპარკის გამართულად მუშაობის მიტორინგი; საჭიროების შემთხვევაში შეკეთების ორგანიზება (სერვისის გამოძახება, ხელოსნებთან კომუნიკაცია, ნაწილების შესყიდვა);
  • ბაღში შესრულებული სამუშაოების ყოველკვირეული რეპორტინგი და მონაცემების ასახვა MS Excel-ში;
  • ყველა მნიშვნელოვანი სეზონური პროცესის კოორდინაცია და ხარისხის კონტროლი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, არანორმირებული სეზონის მიხედვით.
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, მარნეული, თელეთი.
  • ანაზღაურება: 2500+ ლარი (განისაზღვრება გასაუბრების საფუძველზე, კანდიდატის გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით)
  • კომპანია უზრუნველყოფს: საწვავის ანაზღაურებას ლიმიტის მიხედვით + ავტომობილის მიმდინარე სერვისის (ზეთი/ხუნდები) ხარჯების დაფარვას 500 ლარის ფარგლებში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV (ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი) შემდეგი ელფოსტის მისამართზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
დამსაქმებელი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა