ფიზიკური შესყიდვების თანამშრომელი
"Coffee LAB — ყავის ლაბორატორია" არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც საქართველოში Specialty ყავის წარმოება 2016 წელს დაიწყო. კომპანიას ყოველწლიურად 40 ტონაზე მეტ მწვანე ყავის მარცვალი შემოაქვს, ადგილზე ხალავს და პროდუქციას როგორც საცალო, ისე B2B მიმართულებით სთავაზობს მომხმარებლებს. დღეს კომპანიაში 150-ზე მეტი თანამშრომელია. "Coffee LAB" აერთიანებს 6 განსხვავებული კონცეფციის ფილიალს და 300-ზე მეტ B2B პარტნიორს, რომლებსაც ყავის მარცვალთან ერთად პროფესიონალურ ტექნიკას, ტრენინგსა და ტექნიკურ მომსახურებას სთავაზობს.
კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: ფიზიკური შესყიდვების თანამშრომელი.
ძირითადი მოვალეობები:
- შესყიდვების წარმოება შეკვეთების მიხედვით;
- შესყიდული ნედლეულის თუ სხვა პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
- საჭირო პროდუქციის მოძიების პროცესში ჩართულობა;
- მარაგების ჩამოტვირთვა და ფილიალებში დროული მიწოდება/განთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკა);
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კვებას;
- დაზღვევას;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე, 40 საათი
- ანაზღაურება: 1500 ლარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე. ელ. წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს " ყავის ლაბორატორია" -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.