9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

X5BE46BG გამოქვეყნდა 16 ოქტ 46 ნახვა

B2B ბიზნესის განვითარებისა და ზრდის მენეჯერი

Bright Industry Georgia გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾3000 / თვეში +41% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,130 ₾ · 126 განცხადება ბოლო ვადა: 17 ნოე
ფორმა · განცხადებაშიოფიციალური ხელშეკრულება · განცხადებაშიდაზღვევა · განცხადებაში

"Bright Industry" ეძებს პროაქტიულ და კომერციულად მოაზროვნე ადამიანს, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს ბიზნესის განვითარების, ახალი კლიენტების მოზიდვისა და არსებულ კლიენტებთან მუშაობის მიმართულებაზე.

ეს არ არის მხოლოდ გაყიდვების პოზიცია და არც მხოლოდ მარკეტინგის/სოციალური მედიის პოზიცია.

ვეძებთ ადამიანს, რომელიც მთლიანად აიღებს პასუხისმგებლობას კომერციული შესაძლებლობების განვითარებაზე — ახალი კლიენტების მოძიებიდან და ძველი კლიენტების გააქტიურებიდან დაწყებული, შემომავალი მოთხოვნების დამუშავებითა და შემდგომი კომუნიკაციით დასრულებული.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ელფოსტიდან, ვებგვერდიდან, Meta-დან და სხვა არხებიდან შემოსული მოთხოვნების დამუშავება და შემდგომი კომუნიკაცია;
  • ძველ კლიენტებთან ურთიერთობის აღდგენა და განმეორებითი გაყიდვების განვითარება;
  • ახალი B2B კომპანიებისა და გადაწყვეტილების მიმღები პირების მოძიება;
  • მიზნობრივი ელფოსტების და პირდაპირი კომუნიკაციის წარმოება;
  • CRM-ის მართვა და თითოეული აქტიური შესაძლებლობის შემდეგი ნაბიჯის კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში კომპანიის ინჟინრების ჩართვა ტექნიკურ საკითხებში;
  • ხელმძღვანელობასთან და გარე მარკეტინგულ პარტნიორებთან ერთად Meta Ads-ის, კონტენტის, email კამპანიებისა და ლიდების მოზიდვის მიმართულებებზე მუშაობა;
  • მარკეტინგიდან შემოსული ლიდების შემდგომი გზის კონტროლი — პირველადი მოთხოვნიდან კომერციულ შესაძლებლობამდე და გაყიდვამდე;
  • ახალი გაყიდვების და ზრდის არხების მოძიება და ტესტირება;
  • AI ინსტრუმენტებისა და ავტომატიზაციის გამოყენება კვლევის, კომუნიკაციის, follow-up-ისა და ანგარიშგების გასამარტივებლად;
  • ყოველკვირეული მოკლე ანგარიშის მომზადება: რა გაკეთდა, რა შესაძლებლობები შეიქმნა, რა შედეგი მივიღეთ და რას ვტესტავთ შემდეგ.

ვის ვეძებთ: ჩვენთვის კონკრეტულ დიპლომზე უფრო მნიშვნელოვანია ინიციატივა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და კომერციული აზროვნება.

კანდიდატი უნდა იყოს:

  • კომფორტული ახალ ადამიანებთან კომუნიკაციაში — ზარებით, ელფოსტით და შემდგომი კომუნიკაციით;
  • ინიციატივიანი და დამოუკიდებელი — არ უნდა ელოდოს ყოველდღიურად დავალებების ჩამონათვალს;
  • ორგანიზებული და კომფორტულად მუშაობდეს CRM-სა და მონაცემებთან;
  • დაინტერესებული ბიზნესის განვითარებით, გაყიდვებით, ზრდითა და მარკეტინგით;
  • დაინტერესებული AI ინსტრუმენტებითა და ავტომატიზაციით;
  • მზად სწრაფად შეისწავლოს ტექნიკური პროდუქცია და კლიენტის საჭიროებები;
  • თავისუფლად ფლობდეს ქართულ ენას;
  • ჰქონდეს ინგლისურ ენაზე მუშაობის შესაძლებლობა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • B2B გაყიდვების, ბიზნესის განვითარების, ზრდის ან მარკეტინგის გამოცდილება სასურველია.

ტექნიკური ან საინჟინრო განათლება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა აუცილებელი არ არის — ტექნიკურ საკითხებში კანდიდატს Bright Industry-ის ინჟინრები დაეხმარებიან.

პირობები:

  • სრული განაკვეთი, თბილისი;
  • პირველი 3 თვე ძირითადად ოფისიდან მუშაობა, რათა კანდიდატმა კარგად გაიცნოს კომპანია, პროდუქცია, კლიენტები და სამუშაო პროცესი;
  • პირველი 3 თვის წარმატებით დასრულების შემდეგ შესაძლებელია ჰიბრიდული სამუშაო ფორმატის განხილვა, შედეგებისა და დამოუკიდებლობის მიხედვით;
  • ანაზღაურება: 3, 000 ლარი ხელზე + შედეგებზე დაფუძნებული ბონუსი;
  • გრძელვადიანი პოზიცია და შესაძლებლობა, მომავალში სრულად აიღოს Bright Industry-ის ბიზნესის განვითარებისა და ზრდის მიმართულება;
  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი — 10:00-18:00, სრული სამუშაო დღე; შაბათი — 16:00 საათამდე (შემოკლებული დღე);
  • სამედიცინო დაზღვევა საცდელი პერიოდის შემდეგ;
  • ოფიციალური დასაქმება და სრული სოციალური პაკეტი.
  • ანაზღაურებადი შვებულება: მინიმუმ 24 სამუშაო დღე წელიწადში (საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად).

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე მეილზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ადამიანური რესურსების ადმინისტრაციის ასისტენტი

ახალი
Evolution თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი კომპანიის საიტი
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა