9806 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

X5SXP4XA გამოქვეყნდა 23 ოქტ 13 ნახვა

ბრენდ მენეჯერი

ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ნოე

Advanced Audit & Consulting Company (AACC) არის ბიზნეს პროცესების აუთსორსინგისა და საკონსულტაციო მომსახურების წამყვანი კომპანია, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთავაზობს როგორც თანამშრომელთა აუთსორსინგს, ასევე ერთჯერად/მრავალჯერად სერვისებს ბიზნესის სრული ოპერაციული მხარდაჭერის ფარგლებში.

AACC უზრუნველყოფს კომპლექსურ მომსახურებას მაღალი ხარისხის სტანდარტებით, მათ შორის:

  • HR სერვისები - ტოპ პოზიციების რეკრუტინგი და Headhunting, HR აუდიტი, HR ადმინისტრირება და სხვა;
  • ფინანსური და საგადასახადო მომსახურება - ბუღალტერია, ფინანსური მენეჯმენტი, საგადასახადო აუდიტი და სხვა;
  • იურიდიული მხარდაჭერა - შრომითი და კორპორატიული სამართალი, შრომის ინსპექციასთან ურთიერთობისა და რისკების მართვა, სხვა;
  • IT სერვისები - ქსელური ინჟინერია, სისტემური ადმინისტრირება და ტექნიკური მხარდაჭერა;
  • Event & Corporate Services - საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ კორპორატიული ღონისძიებებისა და Team-Building პროგრამების სრული ციკლის დაგეგმვა/მართვა/აღსრულება.
  • კომპანიის პორტფელში შედის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის წამყვანი კომპანიები: Sharm Trading, სუფთა სახლი, GDCC, VitrA Georgia, Shaba, Geostar, Unilever CCA, Logistics Company და სხვა.

დამატებითი ინფორმაცია: https://www.aacc.ge/

AACC - ის პარტნიორი კომპანიისთვის, რომელმაც Household და FMCG სექტორში ახალი Retail ქსელი განავითარა, ვეძებთ Brand Manager-ს.

თუ გაქვთ FMCG / Household Retail ან სადისტრიბუციო სექტორში მსგავსი მიმართულების გამოცდილება, გაეცანით საინტერესო შემოთავაზებას:

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული - 40 საათიანი სამუშაო განრიგი.
  • სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ქნის ქუჩა N36.
  • სახელფასო ბიუჯეტსა და სხვა ბენეფიტებზე მოლაპარაკება მოხდება კანდიდატთან პირველივე სატელეფონო კომუნიკაციისას

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებთან, მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
  • მომწოდებლებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოება, შესყიდვის ფასების, გადახდის პირობებისა და თანამშრომლობის სხვა პირობების შეთანხმება;
  • პროდუქციის შესყიდვების დაგეგმვა და პროცესის კოორდინაცია;
  • ახალი ბრენდების, პროდუქტებისა და მომწოდებლების მოძიება, შეფასება და თანამშრომლობის ინიცირება;
  • არსებული ბრენდების პორტფელისა და პროდუქციის ასორტიმენტის მართვა და ოპტიმიზაცია;
  • პროდუქციის თვითღირებულების, ფასნამატისა და მომგებიანობის ანალიზი;
  • ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების ფასებისა და მომხმარებელთა მოთხოვნის მონიტორინგი;
  • მარაგების, პროდუქციის ბრუნვისა და გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი, შესყიდვების შესაბამისი დაგეგმვა;
  • ბრენდების მიხედვით გაყიდვების განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და შესაბამისი კომერციული ინიციატივების შემუშავება;
  • გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა პროდუქციის რეალიზაციის ზრდისა და დასახული კომერციული მიზნების მისაღწევად;
  • მომწოდებლებთან ერთობლივი პრომოაქტივობებისა და სპეციალური კომერციული შეთავაზებების შეთანხმება;
  • შესყიდვების, გაყიდვებისა და ბრენდების მომგებიანობის ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • ბრენდ მენეჯმენტის, შესყიდვების, კატეგორიის მართვის ან კომერციული მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • მომწოდებლებთან კომერციული მოლაპარაკებების წარმოებისა და შესყიდვის პირობების შეთანხმების პრაქტიკული გამოცდილება;
  • პროდუქციის ასორტიმენტის, ფასებისა და მომგებიანობის მართვის პრინციპების ცოდნა;
  • გაყიდვების მაჩვენებლებისა და ბაზრის მონაცემების ანალიზის უნარი;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა, მათ შორის საქმიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების დონეზე;
  • MS Excel-ის კარგი ცოდნა.

კომპანია გთავაზობთ"

  • შესაძლებლობას, გახდეთ ახალი და მასშტაბური Retail ქსელის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე;
  • ბიზნესის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობას;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ პერსპექტივას.

განაცხადის წარდგენა:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ შეავსოთ შემდეგი ბმული წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანია "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი-AACC" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა