ლოჯისტიკის კოორდინატორი
AutoBidMaster — 17-წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს აშშ-ის ავტო აუქციონებზე ავტომობილების შეძენასა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტრანსპორტირებაში ეხმარება.
როგორც ლოჯისტიკის კოორდინატორი, თქვენ იქნებით მთავარი დამაკავშირებელი რგოლი საზღვაო ხაზებს, ტერმინალსა და ჩვენს მომხმარებლებს შორის. თუ ხართ ორგანიზებული, ფლობთ რუსულ და ინგლისურ ენებს და გირჩევნიათ საოფისე და გარე სამუშაოების კომბინაცია, ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა თქვენთვის!
რას გააკეთებთ: - გადამზიდავ ხაზებთან (Shipping lines) კომუნიკაცია, ნებართვების აღება და კონტეინერების გახსნის დაგეგმვა. - შემომავალი ტვირთის ყოველდღიური კონტროლი და კლიენტებისთვის გადმოტვირთვის თარიღის შეტყობინება. - კლიენტებისთვის ავტომობილის გადაცემის კოორდინირება და ტერმინალის მოსაკრებლების გადახდაში დახმარება. - სატრანსპორტო დოკუმენტაციისა და მანქანის საბუთების (Title) მიღება, შემოწმება და კლიენტებისთვის გადაცემა ან ფოსტით გაგზავნა. - კონტეინერების გახსნასა და გადმოტვირთვაზე ფიზიკურად დასწრება (ტერმინალზე) და ავტომობილების ფოტოგადაღება.
ძირითადი მოთხოვნები: - ენები: რუსული (სასაუბრო B1-B2) და ინგლისური (სამუშაო/საბაზისო დონე B1). - ლოჯისტიკის, საწყობის ან ტრანსპორტირების სფეროში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად). - კომპიუტერულ პროგრამებთან და დოკუმენტაციასთან მუშაობის კარგი უნარი. - დეტალებზე ორიენტირებულობა, პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
სამუშაო პირობები: ფორმატი: სრული განაკვეთი. გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (09:00 - 17:00), შაბათი (10:00 - 15:00).
ჩვენ გთავაზობთ: - გამოცდილებაზე დაფუძნებულ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას. - საერთაშორისო გუნდთან (აშშ/ევროპა) მუშაობის გამოცდილებას. - პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობებს.