გაყიდვების მენეჯერი
სავაჭრო და ბიზნესცენტრი "მეგალაინი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდუბე, რ. აგლაძის ქ. №15 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი — 10:00-დან 19:00 საათამდე ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- უძრავი ქონების, მათ შორის კომერციული ფართების ბაზრის კვლევა და ანალიზი;
- პოტენციური მოიჯარეების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
- მომხმარებელთა მოთხოვნებისა და სამიზნე სეგმენტების განსაზღვრა;
- კომერციული და საოფისე ფართების გაქირავების პროცესის მართვა;
- პოტენციური და მოქმედი მოიჯარეებისთვის ფართების შეთავაზება და პრეზენტაცია;
- საიჯარო პირობების შეთანხმების პროცესში მონაწილეობა;
- მოქმედ მოიჯარეებთან საქმიანი ურთიერთობის მართვა;
- გაქირავების მიმართულებით არსებული და პოტენციური კლიენტების ბაზის წარმოება და განახლება;
- ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სავალდებულოა სავაჭრო ცენტრში კომერციული ფართების გაქირავების მიმართულებით მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- კანდიდატს უნდა ჰქონდეს სავაჭრო ცენტრში კომერციული ფართების იჯარის მიმართულებით მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- კომერციული ფართების გაქირავების პროცესის სრული ციკლის ცოდნა;
- მოიჯარეებთან კომუნიკაციისა და საქმიანი ურთიერთობის მართვის გამოცდილება;
- კომერციული პირობების შეთავაზებისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- უძრავი ქონების ბაზრისა და კომერციული ფართების გაქირავების სპეციფიკის ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- პრეზენტაბელურობა და პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შედეგზე ორიენტირებულობა;
- კლიენტებთან და პარტნიორებთან პროფესიული ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე. ელექტრონული წერილის Subject Line-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია — "გაყიდვების მენეჯერი".
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.