9774 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

XM59AD53 გამოქვეყნდა 7 ოქტ 31 ნახვა

ადმინისტრატორი

ბაბალე გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1100 / თვეში −15% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,294 ₾ · 105 განცხადება ბოლო ვადა: 8 ნოე

სოციალური საწარმო "ბაბალე" ეძებს ადმინისტრატორს შოურუმის ყოველდღიური მუშაობისა და ადმინისტრაციული ამოცანების შესასრულებლად. ბაბალე ქმნის ხელნაკეთ სასაჩუქრე პროდუქციას და ხელს უწყობს დაუნის სინდრომის მქონე პირების დასაქმებას.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე დიუმას ქ. 21.
 გრაფიკი: 11:00-20:00, კვირაში 5 დღე, დღეში 1 საათი შესვენებით.
 გამოსაცდელი ვადა: 3 თვე, ანაზღაურებადი, ადგილზე სწავლებითა და ბაბალეს გუნდის მხარდაჭერით.
 ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 1, 100 ლარი ხელზე; წარმატებით დასრულების შემდეგ -1, 300 ლარი ხელზე და დამატებითი ბონუსი შოურუმის თვის გაყიდვების გეგმის გადაჭარბების შემთხვევაში, წინასწარ განსაზღვრული წესით.

ძირითადი მოვალეობები:

  • შოურუმის გახსნა და დახურვა, სივრცისა და პროდუქციის ექსპოზიციის მოწესრიგება; მომხმარებლების მიღება და კონსულტაცია დამტკიცებული ფასებისა და პირობების მიხედვით.
  • სალაროსა და საბანკო ტერმინალთან მუშაობა, გადახდების მიღება და დღის ბოლოს მონაცემების შეჯერება.
  • ადგილზე და ტელეფონით მიღებული სტანდარტული შეკვეთების აღრიცხვა; სხვა შეკვეთების ტექნიკური გაფორმება გაყიდვების მენეჯერისგან მიღებული პირობებით.
  • პროდუქციისა და მასალების მიღება, გაცემა, დათვლა და მოძრაობის აღრიცხვა პროგრამაში; ინვენტარიზაციაში მონაწილეობა და დეფიციტის ან სხვაობის შეტყობინება ოპერაციული მენეჯერისთვის.
  • შეკვეთების დაკომპლექტება, შეფუთვა და გადაცემა; სტანდარტული საკურიერო გაგზავნისა და დამტკიცებული შესყიდვების შესრულება.
  • პირველადი დოკუმენტების მოწესრიგება და შესაბამისი პირებისთვის გადაცემა; ვორქშოფების კალენდარში შეტანა, სივრცის მომზადება და გადახდის შემოწმება.
  • პროგრამის ხელმძღვანელის გეგმით მონაწილეთა მხარდაჭერა შოურუმის პრაქტიკულ სამუშაოებში, სტაჟირებისა და დასაქმების ეტაპზე.
  • ადმინისტრატორი მუშაობს ოპერაციული მენეჯერის ხელმძღვანელობით და თანამშრომლობს გაყიდვების მენეჯერთან. არასტანდარტულ მოთხოვნებსა და შეფერხებებს შესაბამის მენეჯერს გადასცემს.

რას ველით კანდიდატისგან:

  • ორგანიზებულობას, სიზუსტეს, პასუხისმგებლობასა და კეთილგანწყობილ კომუნიკაციას.
  • ქართული ენისა და კომპიუტერის, ელფოსტისა და ცხრილების გამოყენების ცოდნას; სწავლისა და გუნდთან თანამშრომლობის სურვილს.
  • სასურველია მომხმარებელთა მომსახურების ან ადმინისტრირების გამოცდილება და საკომუნიკაციო ინგლისურის ცოდნა. სალაროსა და აღრიცხვის პროგრამის გამოყენებას ადგილზე შეისწავლით.

როგორ გამოგვეხმაუროთ:

რეზიუმე გამოგვიგზავნეთ -ზე. წერილის სათაურში მიუთითეთ "ვაკანსია ადმინისტრატორი".

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა