9,163 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

XZHHK5G8 გამოქვეყნდა 25 სექ 7 ნახვა

Spectra

Spectra

შესყიდვების მენეჯერი

Spectra გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 10 ოქტ

კომპანია "Spectra" სპორტის ინდუსტრიაში ქმნის და ავითარებს პროექტებს, რომლებიც აერთიანებს მედიას, მარკეტინგს, ღონისძიებებსა და ციფრულ ტექნოლოგიებს. ჩვენი მიზანია, გუნდებსა და ლიგებს დავეხმაროთ აუდიტორიის ზრდაში, გულშემატკივრებთან კავშირის გაძლიერებასა და ახალი კომერციული შესაძლებლობების შექმნაში. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ამ ეტაპზე კალათბურთია.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის საჭიროებების შესაბამისად, მარკეტინგული შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ბაზრის კვლევა, შესაბამისი მომწოდებლებისა და პროდუქციის მოძიება;
  • მომწოდებლებთან ეფექტური მოლაპარაკების წარმოება და პირობების შეთანხმება;
  • შესაძენი ინვენტარის ხარისხისა და ვადების კონტროლი;
  • გადარიცხვების უზრუნველყოფა და ხარჯების ანალიზი;
  • შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და პროგრამული ასახვა;
  • არსებული მარაგებისა და ნაშთების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია, უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ, 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
  • ეფექტური კომუნიკაცია, როგორც ვერბალურად, ისე წერილობით;
  • სასურველია, ინგლისური ენის ცოდნა;
  • აუცილებელია, MS Office პროგრამების ცოდნა.

სამუშაო პირობები:

  • ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 11:00 - 19:00;
  • ადგილმდებარეობა - ვაკე, თბილისი.

რას გთავაზობთ:

  • სპორტის ინდუსტრიაში საინტერესო და დინამიკურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
  • რეალურ სპორტულ პროექტებში მონაწილეობისა და საკუთარი იდეების განხორციელების შესაძლებლობას;
  • პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას მედიის, მარკეტინგის, ღონისძიებებისა და ციფრული პროდუქტების მიმართულებით;
  • გუნდთან ერთად მუშაობას და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან თანამშრომლობას;
  • შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანო მზარდი სპორტული პროექტების განვითარებაში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი რეზიუმე მოცემულ ელფოსტაზე. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://spectrasports.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი, 2026.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Spectra
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა