გაყიდვების მენეჯერი/ლოგისტიკის მენეჯერი
სატრანსპორტო კომპანია "LLC PIPIA" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერისა და ლოჯისტიკის მენეჯერის (საერთაშორისო გადაზიდვები) პოზიციებზე.
ჩვენი კომპანია ახორციელებს ტვირთების საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვებს.. ვებგვერდი: www.pipia.cc სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას გამზ. 65ა, თბილისი სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 – 18:00
ლოგისტიკის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები: - გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი; - ყოველდღიური ანგარიშის მომზადება ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ; - ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება; - არსებულ პარტნიორებთან რეგულარული მოლაპარაკებების წარმართვა; - მოულოდნელი ლოჯისტიკური პრობლემების სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრა; - ყველა სხვა მოვალეობა, რაც გამართული ლოჯისტიკური პროცესის უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი.
გაყიდვების მენეჯერის ძირითადი მოვალეობები: - ახალი მომხმარებლების მოძიება და პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება; - მომხმარებელთა ბაზის შექმნა და მართვა; - გრძელვადიანი თანამშრომლობა იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან; - შეკვეთების მიღება, გაფორმება და ლოგისტიკური პროცესის სრული კონტროლი; - გეგმების შესრულება, ანალიზი და რეპორტინგი; - დებიტორული დავალიანებების მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება; - უმაღლესი განათლება; - ქართული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა; - აზერბაიჯანულისა და თურქულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები: - ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - ანალიტიკური აზროვნების უნარი; - მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი; - პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.