შოურუმის მენეჯერი
"ტოგასი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის მენეჯერის თანამდებობაზე.
"ტოგასი" - საბერძნეთში დაარსებული საუკუნოვანი ისტორიის მქონე პრემიუმ ბრენდია, რომელიც აწარმოებს მაღალი ხარისხის ტექსტილს, ინტერიერის აქსესუარებს და სამოსს. პროდუქციის სრული ასორტიმენტი წარმოდგენილია 130-ზე მეტ მაღაზიაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ბრენდი უკვე ხელმისაწვდომია ქართველი მომხმარებლებისთვისაც ისთ ფოინთის პრემიუმ სივრცეში.
დამატებითი ინფორმაციის გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდს: https://togas.com/int/store-locator/ge
თუ გაქვთ მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სიამოვნებას განიჭებთ სხვების დახმარება და კომუნიკაცია თქვენი ძლიერი მხარეა, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.
მისამართი: სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი, პრემიუმ სივრცე - ქ. თბილისი, ალ. თვალჭრელიძის ქ. N 2
სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე (8 საათიანი ცვლა)
ანაზღაურება: 1500 ლარი (net) + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები
** მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდება ბრენდის მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად;
** მომხმარებლების საჭიროებების დადგენა, შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება და სრული ინფორმაციის მიწოდება პროდუქტის მახასიათებლების შესახებ;
** გაყიდვების გეგმის შესრულებაზე მუშაობა, როგორც ინდივიდუალური ასევე საერთო გაყიდვების გეგმის შესაბამისად;
** არსებულ მომხმარებელთან კომუნიკაცია და მათთან ხშირი საქმიანი უკუკავშირი მიმდინარე სიახლეებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით;
** შოურუმის პროდუქციის მოწესრიგება და შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად განთავსება; საჭიროების შემთხვევაში, ცვლილება რეგიონული ოფისის მიერ გადმოგზავნილი მოთხოვნების შესაბამისად;
** საბოლოო ანგარიშსწორების პროგრამული ასახვა და გატარება სალაროზე;
** გუნდის მართვა და მათი ჩართულობა ყოველდღიურ საოპერაციო პროცესებში;
** პროდუქციის და კოლექციის განახლებებისთვის თვალყურის დევნება და ყველა სიახლის გუნდთან გაზიარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (პრემიუმ სეგმენტის ბრენდის შოურუმში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** ძლიერი ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარები და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
** შედეგზე ორიენტირებული და მიზანდასახული.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** შესაძლებლობას წარმოადგინოთ საერთაშორისო პრემიუმ ბრენდი ქართულ ბაზარზე;
** კარიერულ განვითარებას და ზრდას კომპანიასთან ერთად;
** სწავლებას და ტრენინგებს სფეროსთან დაკავშირებულ სიახლეებს.
თუკი ზემოთ აღნიშნული თქვენთვის საინტერესოდ ჟღერს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - შოურუმის მენეჯერი.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, დამუშავდება შპს "ტოგასის" მიერ ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია, ასევე, შესაძლოა, განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე, განსაზღვრული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
გამოგზავნილი ინფორმაციის შენახვა მოხდება 3 (სამი) თვის განმავლობაში. წინამდებარე ვადის ამოწურვის შემდგომ ხდება თქვენ შესახებ არსებული ინფორმაციის განადგურება. თუ გსურთ თქვენთან დაკავშირებული ინფორმაციის (მონაცემების) შემდგომი დამუშავების შეწყვეტა/აკრძალვა ან/და ცვლილება, წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე:
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.