ქართულენოვანი თამაშის წარმდგენი
Evolution Georgia – შვედური კომპანია და ლაივ თამაშების ინდუსტრიაში საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი სერვისის მიმწოდებელი, აცხადებს ვაკანსიას ქართულენოვანი თამაშის წარმდგენის პოზიციაზე. თუ ეძებ სამუშაოს მოქნილი გრაფიკითა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობით, ეს პოზიცია შენთვისაა! კომპანია აცხადებს ვაკანსიას ქართულენოვანი თამაშის წარმდგენის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- კამერის წინ თამაშების წარდგენა ქართულ ენაზე;
- თამაშის პროცესის მართვა;
- მომხმარებლებისთვის დადებითი და ენერგიული გარემოს შექმნა.
პოზიცია არ საჭიროებს გამოცდილებას, რადგან კომპანია უზრუნველყოფს სრულად ანაზღაურებად ტრენინგს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
- კომუნიკაციის კარგი უნარები;
- აუცილებელია იყო სრულწლოვანი (18 წლის ან მეტი).
ჩვენ გთავაზობთ
- ანაზღაურებას 960 ლარიდან 1,900 ლარამდე + მოქმედებს საბონუსე სისტემა;
- პირველი სამი თვის განმავლობაში გაუმჯობესებულ საბონუსე სისტემას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს (სამუშაოს სწავლასთან ან სხვა სამსახურთან შეთავსების შესაძლებელია შეთავსებაც)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://careers.evolution.com/georgia/apply-form-gp/