კონსულტანტი
კომპანია "თურსა" ეძებს სუპერმარკეტის კონსულტანტს.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
** პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება;
პიროვნული მახასიათებლები:
** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეული კანდიდატი გაივლის სტაჟირებას 2-3 დღე.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00 და 16:00-23:00 მონაცვლეობით.
** დასვენება: კვირაში 1 დღე;
** ანაზღაურება: 1350
- პირველი თვე 1150 ლარი
- 3 თვის შემდეგ 1200 ლარი
- 6 თვის შემდეგ 1250 ლარი
- 9 თვის შემდეგ 1300 ლარი
- 12 თვის შემდეგ 1350 ლარი
** ჯანმრთელობის დაზღვევა 6 თვის შემდეგ
** და მეცამეტე ხელფასი 12 თვის შემდეგ
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე:, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "კონსულტანტი". ან დაგვიკავშირდით ნომერზე:.
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.