9860 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

Z7WS003Q გამოქვეყნდა 9 ოქტ 44 ნახვა

საწყობის მენეჯერი

თრექინგს.ჯი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾2000–3000 / თვეში +74% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,437 ₾ · 142 განცხადება ბოლო ვადა: 10 ნოე

"Trackings.GE" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლობიან თანამშრომელს, რომელიც უხელმძღვანელებს საწყობის გუნდს და ორგანიზებას გაუწევს ყოველდღიურ ოპერაციებს.

თუ გაქვთ საწყობის პროცესებისა და გუნდის მართვის გამოცდილება, გთავაზობთ სრულ განაკვეთზე მუშაობას განვითარებად ლოგისტიკურ კომპანიაში.

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევი, თენგიზ ჩანტლაძის 11გ;
  • დასაქმება: სრული განაკვეთი, ადგილზე მუშაობა;
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, ჯამში 40 საათი;
  • ანაზღაურება: 2 000-3 000 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

  • საწყობის ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა და გუნდის სამუშაოს კოორდინაცია;
  • ტვირთის მიღების, რაოდენობისა და მდგომარეობის შემოწმების, სკანირებისა და აღრიცხვის კონტროლი;
  • ტვირთის განთავსების, დახარისხებისა და დროული გაცემის ორგანიზება;
  • საწყობის ზონებისა და მარაგების მართვა, ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • ნაკლებობის, ზედმეტობის, დაზიანებისა და სისტემურ შეუსაბამობების დაფიქსირება და მოგვარება;
  • პროცესების ადგილზე კონტროლი, შეფერხებების დროული მოგვარება და ყოველდღიური ანგარიშგება;
  • უსაფრთხოების წესებისა და საწყობში წესრიგის დაცვა.

მოთხოვნები:

  • საწყობის, ლოგისტიკის ან დისტრიბუციის სფეროში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის ან ცვლის ხელმძღვანელობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • ტვირთის მიღების, დახარისხების, გაცემისა და ინვენტარიზაციის პროცესების ცოდნა;
  • საწყობის სისტემებთან, სკანერებთან და შტრიხკოდებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, სიზუსტე, პასუხისმგებლობა და პრობლემების გადაჭრის უნარი; საოპერაციო პროცესებში უშუალო ჩართულობის მზაობა;
  • რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა, WMS/ERP სისტემებთან და საკურიერო ან ამანათების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე.

თემის ველში მიუთითეთ "საწყობის მენეჯერი".

  • CV-ში სავალდებულოა მიუთითოთ, რამდენკაციანი გუნდის მართვის გამოცდილება გაქვთ, და მოკლედ აღწეროთ საწყობის ოპერაციებზე თქვენი პასუხისმგებლობები.
გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ბიზნესის განვითარების მენეჯერი (კავკასიის რეგიონი)

Pro
AUTOBIDMASTER GEORGIA ფოთი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
28 სექ

დისტანციური აღმასრულებელი ასისტენტი / მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი (ინგლისური ენის ფლუენტური ცოდნა, აშშ და ევროპის კომპანიები)

Silkstaff დისტანციური სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1900–3000 19 ოქტ

Apex Support Services

Apex Support Services თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი მიმართე აქ
₾1800–3100 15 ოქტ

ბინა სასტუმროს ადმინისტრატორი/მფლობელის თანაშემწე

ახალი
ვერავისტა აპარტამენტები თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი გარე განცხადება
21 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა