HHH დეპარტამენტის გუნდის ლიდერი
"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
"კარფური", როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში.
"კარფურის" უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია — კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმებისა და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას HHH დეპარტამენტის გუნდის ლიდერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი — ისთ ფოინთი ანაზღაურება — 1700 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- HHH დეპარტამენტის საოპერაციო პროცესების წარმართვა და გამართულად მუშაობის კონტროლი;
- მძიმე საყოფაცხოვრებო პროდუქციის (Heavy Household) სწორად განთავსების, ფასების, აქციებისა და სარეკლამო მასალების შესაბამისობის კონტროლი;
- პროდუქციის მიღების, განთავსებისა და მარაგების მართვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- პროდუქციის ნაშთების, დანაკარგებისა და ჩამოწერების კონტროლი, მარაგებთან დაკავშირებული შეუსაბამობების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
- გუნდის წევრების სამუშაო პროცესის ორგანიზება, დავალებების განაწილება, შრომითი დისციპლინისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
- პროდუქციის უსაფრთხო გადაადგილების, შენახვისა და განთავსების წესების დაცვის უზრუნველყოფა, მძიმე და მოცულობითი პროდუქციის სპეციფიკის გათვალისწინებით.
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- სასურველია საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office; Excel);
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ფიზიკურად აქტიურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე.
წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება — "HHH დეპარტამენტის გუნდის ლიდერი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას" (ს/ნ.: 404923749; იურ. მის.: ქ. თბილისი, საქართველო, ქალაქი თბილისი, ისნის რაიონი, ნავთლუღის ქ., N8ა) მიერ. მათ შორის, უფლებამოსილი პირის, შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს" (ლიცენზიის N.: 240254; მის.: საფოსტო ყუთი 22797, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადაა ერთი წელი. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გავუზიაროთ "კარფურის" პარტნიორ ფრენშაიზ კომპანიებს, მათი არსებული და/ან სამომავლო ვაკანსიების ფარგლებში თქვენი კანდიდატურის მიმდინარე ან სამომავლო დასაქმების შესაძლებლობის შეფასებისა და განხილვის, ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი შესწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენი კონფიდენციალურობის ვებ-ფორმის საშუალებით: Privacy Webform https://privacy- center.majidalfuttaim.com/client/9dbce182-3ec8-44db-b76e-3e58365b528f?lang=EN&country=UAE#/exercise-your- rights ან, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე განაცხადის წარდგენითა და ინფორმაციის გაზიარებით (მათ შორის, თქვენი CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმის) თქვენ აცხადებთ ცალსახა თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გადაცემაზე ზემოაღნიშნული მიზნებითა და პირობების შესაბამისად.
შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებებს!
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.