9,074 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ZCQBPYPS გამოქვეყნდა 24 სექ 7 ნახვა

თბილისი მედიკ

თბილისი მედიკ

დისტრიბუტორი

თბილისი მედიკ გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შესვლა და განაცხადი
₾1300–1500 / თვეში ბოლო ვადა: 24 ოქტ

თბილისი მედიკი არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი კონტრიბუტორი სამედიცინო პროდუქციის დისტრიბუციასა და მომსახურებაში. კომპანია გამოირჩევა სამედიცინო პროდუქციის მრავალფეროვანი სპექტრით, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა ფოკუსირებულ მიმართულებებად. კომპანიის კორპორატიული სტრატეგია გადამწყვეტ როლს თამაშობს საქართველოში ჯანდაცვის სექტორის საერთაშორისო სტანდარტებით წინსვლასა და განვითარებაში.

ეს თბილისი მედიკია - ადგილი, სადაც გუნდური მიზნები და პასუხისმგებლობა გვაერთიანებს!

იხ. ვიდეორგოლი ჩვენს Facebook გვერდზე: https://fb.watch/vuY98inBYG/ ან ჩვენს LinkedIn გვერდზე: https://www.linkedin.com/feed/update/urn:li:activity:7260569523894767616

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და საუკეთესო მომსახურების შეთავაზების იდეაზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ქმნიან გუნდურ სამუშაო გარემოს.

ამ გარემოში კი, ვეძებთ დისტრიბუტორს თბილისსა და ბათუმში.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია: - ავტომობილში დატვირთული პროდუქციის მითვლა და კონტროლი; - პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება ობიექტებისთვის წინასწარ გაწერილი მარშრუტის მიხედვით; - მიწოდებული პროდუქციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ხელმძღვანელობისთვის;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ: - ავტომობილის მართვა (მექანიკა); - დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

თუ სხვებისგან გამოგარჩევს: - გუნდური მუშაობის უნარი; - პასუხისმგებლობის გრძნობა. - მაშინ, ჩვენ გეძებთ შენ.

თბილისი მედიკში დაგხვდება: - პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო; - პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა; - სამედიცინო დაზღვევა; - სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება;

სამუშაო პირობები: სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ლუბლიანას 28ა; ბათუმი, ბაგრატიონის #196თსამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 – 18:00 საათი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1300 - 1500 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
თბილისი მედიკ
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა