9836 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

ZDNKTPS2 გამოქვეყნდა 13 ოქტ 66 ნახვა

სისტემური და ქსელის ადმინისტრატორი

შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 31 ოქტ

"საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ციფრული განვითარების სამსახური" აცხადებს ვაკანსიას სისტემური და ქსელის ადმინისტრატორის (Senior System / Network Administrator) პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ და მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს, რომელიც სრულად ჩაიბარებს სამსახურის შიდა ქსელურ ინფრასტრუქტურას, სერვერებსა და უსაფრთხოების სისტემებს. კანდიდატს უნდა ჰქონდეს ფართო მასშტაბის ქსელების დაგეგმვის, სერვერების გამართვისა და ვიდეომონიტორინგის სისტემების მართვის პრაქტიკული გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

  • ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და დაქსელვა: სამსახურის შიდა ქსელური არქიტექტურის დაგეგმვა, ტოპოლოგიის შექმნა, ოპტიმიზაცია და ფიზიკური/ლოგიკური დაქსელვის პროცესის ზედამხედველობა.
  • ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა და უსაფრთხოება: როუტერების, სვიჩებისა და ფაირვოლების სრული კონფიგურაცია და მართვა. ქსელური უსაფრთხოების პოლიტიკების დაგეგმვა და დანერგვა. პრაქტიკული გამოცდილება Fortinet FortiGate, HPE Aruba Switches და Aruba Instant On Access Point მოწყობილობებთან მუშაობაში.
  • სერვერების ადმინისტრირება: ფიზიკური და ვირტუალური სერვერების (Linux/Windows Server) გამართვა, მონიტორინგი და მხარდაჭერა.
  • ვებ-სერვერების მართვა: დეველოპერების გუნდისთვის ვებ-სერვერების (NGINX, Apache) გამართვა, SSL სერტიფიკატების მენეჯმენტი და ოპტიმიზაცია.
  • VPN და დისტანციური წვდომა: უსაფრთხო შიდა კავშირების (Site-to-Site VPN, Client-to-Site VPN, OpenVPN) გამართვა და მართვა თანამშრომლებისთვის.
  • ვიდეომონიტორინგის სისტემები (CCTV): IP კამერების სისტემის დაგეგმვა, მონტაჟის ორგანიზება, ჩამწერების (NVR/DVR) კონფიგურაცია და შიდა ქსელთან ინტეგრაცია.
  • რეზერვირება და უსაფრთხოება: Backup სისტემების გამართვა, მონაცემთა უსაფრთხოების კონტროლი და ინციდენტებზე სწრაფი რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: სისტემურ და ქსელურ ადმინისტრირებაზე მუშაობის მინიმუმ 3-5-წლიანი გამოცდილება.
  • ქსელური ტექნოლოგიები: ქსელური პროტოკოლების (TCP/IP, Routing, Switching, VLAN, DNS, DHCP) სიღრმისეული ცოდნა.
  • ქსელური მოწყობილობები და უსაფრთხოება: Fortinet FortiGate, HPE Aruba Switches და Aruba Instant On Access Point მოწყობილობების კონფიგურაციისა და მართვის გამოცდილება.
  • ოპერაციული სისტემები: Linux (Ubuntu, CentOS) და Windows Server ოპერაციული სისტემების ადმინისტრირების მაღალ დონეზე ცოდნა.
  • ვებ-სერვერები და ბაზები: ვებ-სერვერებთან (NGINX / Apache) და მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება.
  • ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები: სხვადასხვა მასშტაბის IP კამერებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დაგეგმვისა და გამართვის პრაქტიკული გამოცდილება (სავალდებულოა).
  • ვირტუალიზაცია (უპირატესობად ჩაითვლება): ვირტუალიზაციის პლატფორმების (VMware, Proxmox, Hyper-V) ცოდნა.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე და თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სისტემური და ქსელის ადმინისტრატორის (Senior System / Network Administrator).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა