7824 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ZQC3SDPS გამოქვეყნდა 31 აგვ 2 ნახვა

საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის სპეციალისტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოებისა და რეესტრის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** დოკუმენტაციის მიღება, რეგისტრირება და დანიშნულებისამებრ გადამისამართება;

** შემოსული დოკუმენტების ადრესატისათვის გადაცემა, ხელმოსაწერად წარსადგენი დოკუმენტების გაფორმება, დროული განხილვა და ხელმძღვანელისათვის წარდგენა;

** გასული დოკუმენტების სათანადო წესით დამუშავება, გაგზავნა;

** შემოსული და გასული კორესპონდენციის, შიდა დოკუმენტაციის, აკადემიური საბჭოების ოქმების, მემორანდუმებისა და რექტორის ბრძანებების აღრიცხვა;

** დოკუმენტების ასლების დაინტერესებულ პირებზე დადგენილი წესით გაცემა;

** საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრებში უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა შესახებ კანონმდებლობით მოთხოვნილი ინფორმაციის სრული და სწორი ასახვა;

** უნივერსიტეტის სტუდენტთა რეესტრში არსებული ინფორმაციის მონიტორინგი და სისწორის უზრუნველყოფა (სტუდენტის სტატუსი, საგანმანათლებლო პროგრამა, პირადი მონაცემები);

** კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაციის მომზადება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მიწოდების მიზნით;

** არქივისთვის ჩასაბარებელი საქმეების ფორმირება და გაფორმება;

** დოკუმენტაციის დაარქივებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება;

** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);

** ინგლისური ენა (მინიმუმ B2+);

კომპეტენცია და უნარები:

** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

** ქართულ და ინგლისურ ენაზე დახვეწილი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი;

** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა