8956 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ZR1RXT1E გამოქვეყნდა 28 სექ 8 ნახვა

ჯიაიჯი ჰოლდინგი

ჯიაიჯი ჰოლდინგი

ბიუჯეტირებისა და რეპორტინგის უფროსი ანალიტიკოსი

ჯიაიჯი ჰოლდინგი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
ორიგინალზე გადასვლა ↗
შეთანხმებით ბოლო ვადა: 27 ოქტ

„ჯიაიჯი ჰოლდინგი“ აცხადებს ბიუჯეტირების და რეპორტინგის უფროსი ანალიტიკოსის ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ჰოლდინგის კომპანიების ყოველთვიური, კვარტალური, წლიური, მენეჯერული რეპორტების მომზადება, ბიუჯეტთან და წინა პერიოდებთან გადახრების ანალიზი; - ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ყოველთვიური, წლიური ბიუჯეტების მომზადება, ანალიზი; - ანგარიშგებებისა და ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება სხვა განყოფილებებიდან; - პარტნიორი კომპანიებიდან ანგარიშგებებისა და ანალიზისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება; - ანგარიშგებისთვის საჭირო ახალი ფორმების/მოდელების დანერგვა; - ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში არსებული მიმდინარე პროექტების მონიტორინგი; - ჰოლდინგში შემავალ კომპანიებში ERP პროგრამაში მენეჯერული რეპორტების დანერგვა; - ჰოლდინგში შემავალი კომპანიების პერიოდული პროგნოზების მომზადება/ანალიზი; - სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება; - უშუალო მენეჯერის დავალებით განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა შესაძლო საკითხებზე მუშაობა.

აუცილებელი მოთხოვნები: - ბაკალავრის ხარისხი ფინანსების, აუდიტის ან ზოგადი მენეჯმენტის განხრით; - მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ბიუჯეტირების ან რეპორტინგის სფეროში; - Microsoft Office პროგრამების კარგად ცოდნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel-ის ცოდნა; - ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა;

სასურველი პიროვნული მახასიათებლები: - დეტალებზე ორიენტირებულობა; - ორგანიზებულობა; - ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები: - სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30-18:30, ერთ საათიანი შესვენება; - ოფისი მდებარეობს: თბილისი, ალ.ყაზბეგის გამზირი 2ა / პეკინის გამზირი 34; - ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი, საწევროს დაფინანსება Snap Fitness-ში.

განცხადების სრული ტექსტის სანახავად და სააპლიკაციო ფორმის შესავსებად, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://cleverstaff.net/i/vacancy-CCWXHQ

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „ჯიაიჯი ჰოლდინგის“ (ს/კ: 404927610) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა;

გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა დაგვიკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზზე.

კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ჯიაიჯი ჰოლდინგი
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა