8900 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

ZVT4BGA0 გამოქვეყნდა 2 ოქტ 3 ნახვა

Hash Bank

Hash Bank

ტესტის ავტომატიზაციის უფროსი ინჟინერი

Hash Bank გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 ნოე

HashBank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან;
  • Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე;
  • Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის;
  • განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში;
  • ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
  • საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.

სამუშაო პირობები:

  • პოზიციის დასახელება: ტესტის ავტომატიზაციის უფროსი ინჟინერი
  • სამუშაო განრიგი: ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ.
  • ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.

ძირითადი ფუნქციები:

  • Java -ს გამოყენებით ავტომატური ტესტ ქეისების შექმნა;
  • RestAssured-ის გამოყენებით რთული API ტესტების შექმნა და განვითარება;
  • TestNG-ის გამოყენებით ტესტების წერისა და ავტომატური პროცესების მართვა;
  • Appium-ის გამოყენებით მობილური აპლიკაციების ავტომატიზაციის ტესტების შექმნა და განვითარების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • K6 გამოყებნებით პერფორმანს ტესტირების სცენარების შექმნა;
  • ჩვენი გუნდის წევრების სწავლების პროცესში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

განათლება:

  • სასურველია სერთიფიკატი ტესტირების ან პროგრამირების მიმართულებით.
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი გამოცდილება.

ცოდნა და გამოცდილება:

  • კომპიუტერული მეცნიერების ან დაკავშირებული სფეროს ხარისხი;
  • 4+ წლის გამოცდილება QA ავტომატიზაციის სფეროში, მათ შორის Java, RestAssured, TestNG, Appium-ში;
  • გამოცდილება K6-ის გამოყენებით პერფორმანს ტესტირებისთვის;
  • პრობლემების გადაწყვეტის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ეფექტური და სრულყოფილი ტესტ რეპორტების შექმნა (Allure, Report portal);
  • სასურველია CI/CD გამოცდილება;

უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისების უნარი;
  • კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2 ნოემბერი, 2026 წელი. სათაურის ველში მიუთითეთ: ტესტის ავტომატიზაციის უფროსი ინჟინერი

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე. სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Hash Bank
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა