8300 live vacancies
← All vacancies

2JG9A4XM Posted 27 Aug 6 views

უფროსი ადმინისტრატორი

sushi24.ge via jobs.ge
Tbilisi Full-time Administration / Management
₾1000 / month Apply by

აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "Sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ადმინისტრატორის პოზიციაზე თბილისისა (თბილისი მოლი) და რუსთავის ობიექტებზე.

თუ ხართ ორგანიზებული, პასუხისმგებლობიანი, გაქვთ გუნდის მართვის გამოცდილება და შეგიძლიათ ობიექტის სამუშაო პროცესის ეფექტურად ორგანიზება — გელოდებით ჩვენს გუნდში!

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი/რუსთავი; ** სამუშაო ცვლის ხანგრძლივობა 10 საათი ** ანაზღაურება: ფიქსირებული 1 000 ლარი + ანაზღაურებადი ცვლები.

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული ობიექტების შეუფერხებელი და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა; ** პერსონალის მართვა და საკადრო პროცესების ორგანიზება; ** სამუშაო და საშვებულებო გრაფიკების შედგენა და კონტროლი; ** თანამშრომელთა გამოცხადებისა და სამუშაო საათების აღრიცხვა; ** შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ხარჯების კონტროლი; ** პროდუქციის მარაგებისა და ნაშთების კონტროლი და გეგმური ინვენტარიზაციის ორგანიზება; ** სალაროსა და ფინანსური დისციპლინის კონტროლი; ** ონლაინ შეკვეთების სისტემების მართვა და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ** პროდუქციის პროგრამული მიღება და აღრიცხვა; ** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი; ** ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის, მომსახურებისა და სარემონტო სამუშაოების კონტროლი; ** ობიექტების აღჭურვილობის გამართულობის კონტროლი; ** გუნდის მოტივირება და დასახული გეგმების შესრულების კონტროლი; ** მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშგებისა და რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; ** რუსული ენის ცოდნა — აუცილებელია; ** საოფისე და შესაბამის პროგრამებთან მუშაობის უნარი ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

** სამუშაო პროცესების დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** დროის ეფექტური მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა; ** გუნდური მუშაობისა და თანამშრომლების მართვის უნარი; ** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კომუნიკაბელურობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისა და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი.

როგორ გამოაგზავნოთ CV?

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sushi24.ge

ელექტრონული ფოსტის ველში Subject მიუთითეთ: "უფროსი ადმინისტრატორი — თბილისი" ან "უფროსი ადმინისტრატორი — რუსთავი"

გელოდებით ჩვენს გუნდში!

Report this

About the employer
sushi24.ge
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free