8421 live vacancies
← All vacancies

39YT55Q2 Posted 27 Aug 6 views

მოლარე-კონსულტანტი

Mobile Gallery via jobs.ge
Tbilisi Full-time Sales
₾800–1200 / month Apply by

"Mobile Gallery" არის მობილურის და კომპიუტერის აქსესუარების მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, მუდმივად განახლებად ასორტიმენტს და მომსახურების მაღალ დონეს.

"Mobile Gallery" ეძებს გუნდის წევრს სრულ განაკვეთზე (შესაძლებელია არასრული სამუშაო განაკვეთის განხილვაც) მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა, დალაგება, დახარისხება; ** მომხმარებლისთვის ეფექტური და კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა; ** სალაროსთან მუშაობა, პროგრამული აღრიცხვა; ** ონლაინ შეკვეთების გამზადება; ** მაღაზიაში წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნება; ** მარაგების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:

** კომუნიკაბელურობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კეთილსინდისიერება; ** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ადგილმდებარეობა: თბილისი, წერეთელი სამუშაო დრო: სრული განაკვეთის შემთხვევაში კვირაში 48 საათი, არასრულ განაკვეთზე განიხილება 36 საათიანი სამუშაო დრო. გრაფიკი შეთანხმებით. ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ჯამური გაყიდვებიდან, 800-1200 ლარი

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ მუშაობას მეგობრულ და საინტერესო გარემოში თუ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით გთხოვთ გამოაგზავნე CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე vacancymobilegallery@gmail.com, სათაურის ველში პოზიციის დასახელებით.

გისურვებთ წარმატებას!

Report this

About the employer
Mobile Gallery
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free