7980 live vacancies
← All vacancies

4W3073QN Posted 25 Aug 7 views

სავაჭრო წარმომადგენელი /პრესეილერის

კინგ ჯგუფი via hr.ge
Kutaisi Full-time Sales
₾1500 / month Apply by

შპს "კინგ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრესეილერის) პოზიციაზე ქ. ქუთაისი

ძირითადი მოვალეობები: - ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, მოზიდვა და ქსელის გაფართოება; - არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება; - კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება; - სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების დროული მიღება, გაფორმება და სისტემური დამუშავება; - ობიექტებში პროდუქციის ნაშთების კონტროლი და ოპერატიული ანალიზი; - სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის საუკეთესო წარმოდგენის უზრუნველყოფა (მერჩენდაიზინგი); - ობიექტების დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი და თანხების დროული ამოღება; - კომპანიის მიერ დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობებისა და აქციების განხორციელება ობიექტებზე; - გაწეული მუშაობის შესახებ ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; - B კატეგორიის მართვის მოწმობა; - უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (50 000 ლარის ღირებულების); - ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებისა და პროდუქციის პრეზენტაციის უნარი; - სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრობლემური სიტუაციების სწრაფად მოგვარების უნარი;

ანაზღაურება და სამუშაო პირობები: - ფიქსირებული ხელფასი: 1500 ლარი; - ყოველთვიური ბონუსი გეგმის შესრულებისას: +1000 ლარი და მეტი; - კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტომობილი და საწვავის სრული უზრუნველყოფა (ლიმიტი); - 5-დღიანი სამუშაო კვირა (დასვენება: შაბათი და კვირა).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე: kingtomi2014@gmail.com ან დაგვიკავშირდით: +995 591 21 10 00 გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

Report this

About the employer
კინგ ჯგუფი
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free