ბელბოი
"Gudauri Lodge" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: გუდაური ანგარიშვალდებულია: ფრონტ ოფისის მენეჯერთან
ანაზღაურება და ბენეფიტები:
ანაზღაურება: 900 ლარი უზრუნველყოფილია: საცხოვრებელი და კვება.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა ჩამოსვლისას და ბარგის გადატანაში დახმარება ** სტუმრების ნომრებამდე გაცილება, ნომრის გახსნა და სასტუმროს წესების გაცნობა ** სტუმრების თავაზიანი მიღება და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა ** გამგზავრების დღეს სტუმრის ბარგის ბარგის ოთახში გადატანა ** ბარგის ოთახის მოწესრიგება და მოვლა.
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** პუნქტუალურობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gudaurilodge.ge 2026 წლის 25 სექტემბრამდე, წერილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.