სამშენებლო მასალების საცალო გაყიდვების მენეჯერი
"ჯი არ სი" - 2003 წლიდან სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო ბიზნეს სექტორში.
გუნდი, რომელიც საფუძვლად უდევს კომპანიის წინსვლას, შედგება კვალიფიციური და ერთგული თანამშრომლებისგან. "ჯი არ სი" ყოველთვის მზად არის მის გუნდში მიიღოს მიზანდასახული და შრომისმოყვარე პირები რომლებიც წვლილს შეიტანენ კომპანიის განვითარებაში https://grc.ge/
"ჯი არ სი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მასალების საცალო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ქინძმარაულის 29 (მოსკოვის პროსპექტის მიმდებარედ)
მოთხოვნები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ინგლისური ან/და სხვა ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
დასაქმების მნიშვნელოვანი პირობები:
** კანდიდატები გაივლიან 2-3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას ** შეისწავლიან პროდუქციის დეტალურ მახასიათებლებს, საოპერაციო მოწყობას, გაყიდვებისა და მომსახურების ტექნიკებს.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ წარმოადგინოთ CV ელ-ფოსტაზე: vacancy@grc.ge 2026 წლის 11 სექტემბრამდე. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "სამშენებლო მასალების საცალო გაყიდვების მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"ჯი არ სი" გისურვებთ წარმატებას!