8347 live vacancies
← All vacancies

BGZ5EFAZ Posted 27 Aug 6 views

VIP მძღოლი

კახური ტრადიციული მეღვინეობა via jobs.ge
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
Negotiable Apply by

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელიც დღეს ჰოლდინგური სახის კომპანიად ჩამოყალიბდა და "KTW ჯგუფის" სახელითაა ცნობილი.

"KTW ჯგუფი" საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ფლობს განსხვავებული სახისა და კონცეფციის ობიექტებს, წარმოების, სოფლის მეურნეობის, დისტრიბუციის, კვების თუ სასტუმრო სერვისის მიმართულებით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს დასაქმებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

"KTW ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას VIP მძღოლის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2-4 წლიანი გამოცდილება პროფესიონალ მძღოლად ** VIP მომსახურების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ** მართვის მოწმობა - კატეგორია B ** მოწესრიგებული, დისციპლინირებული და კომუნიკაბელური

მოვალეობები:

** მაღალი კლასის ავტომობილით მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება ** მარშრუტის დაგეგმვა და დროული გამოძახებებზე რეაგირება ** ავტომობილის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი ** კონფიდენციალურობის დაცვა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"KTW ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.

"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."

Report this

About the employer
კახური ტრადიციული მეღვინეობა
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free