8169 live vacancies
← All vacancies

BHW0WPEQ Posted 26 Aug 2 views

პაციენტების რეგისტრაციისა და მომსახურების სამსახ. მენეჯერი

ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა via jobs.ge
Tbilisi Full-time Administration / Management
₾1600 / month Apply by

შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას პაციენტების რეგისტრაციისა და მომსახურების სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1600 ლარი დარიცხული. ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #29.

ფუნქციები:

ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობა და მონიტორინგი:

** პაციენტების ნაკადის კონტროლი: ყოველი სამუშაო დღის დასაწყისში, კლინიკის საინფორმაციო პროგრამიდან დეპარტამენტში შემოსული, გაწერილი ან სხვა განყოფილებებში გადაყვანილი პაციენტების სიის ამოღება. ** მონაცემთა შედარება: პროგრამიდან მიღებული სიის შედარება/ვერიფიკაცია შესაბამის განყოფილებაში არსებულ ფიზიკურ (სამუშაო) ჟურნალთან ცდომილებების აღმოფხვრის მიზნით. ** სახელმწიფო პორტალის მართვა: სამედიცინო შემთხვევის დასრულებიდან (გაწერიდან) 24 საათის განმავლობაში სამედიცინო ისტორიის დროული და უშეცდომო დახურვა შესაბამის სახელმწიფო პორტალზე.

ფინანსური მენეჯმენტი და პაციენტებთან კომუნიკაცია:

** კალკულაციის კონტროლი: სამედიცინო მომსახურების ფინანსური კალკულაციების სისწორისა და სიზუსტის შემოწმება. ** პაციენტთა ინფორმირება: პაციენტის/მისი კანონიერი წარმომადგენლის დეტალური ინფორმირება ფინანსური საკითხების (თანაგადახდა, დაუფარავი ხარჯები) შესახებ პაციენტის კლინიკიდან გაწერამდე. ** დავალიანებების მართვა: პაციენტის მხრიდან კლინიკისადმი ფინანსური დავალიანების არსებობის შემთხვევაში, იურისტსა და პაციენტს/პასუხისმგებელ პირს შორის კონტაქტის დაუყოვნებლივი უზრუნველყოფა და პროცესის კოორდინაცია.

სადაზღვევო კომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა:

** სადაზღვევო შემთხვევების მართვა: კერძო სადაზღვევო კომპანიების ბენეფიციართა მიღებისას, შემთხვევის დადგომის, მიმდინარეობისა და დასრულების შესახებ შეტყობინებების დროული გადაცემა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესების შესაბამისად). ** სამედიცინო სერვისების შეთანხმება: მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარების ან სხვა სპეციფიკური სერვისების დაწყების წინასწარი შეთანხმება სადაზღვევო კომპანიებთან. ** საგარანტიო წერილების დამუშავება: კერძო სადაზღვევო კომპანიების, მერიების, გამგეობებისა და რეფერალური პროგრამის საგარანტიო წერილების არსებობისას, შესაბამისი დოკუმენტაციის დროული მოძიება, სისტემატიზაცია და ჩაბარება სამედიცინო მომსახურების აღრიცხვისა და ანგარიშგების მართვის სამსახურში.

დოკუმენტბრუნვა და ხარისხის კონტროლი:

** ისტორიების არქივირება/ჩაბარება: კვირაში ერთხელ დასრულებული და სრულყოფილად შევსებული სამედიცინო ისტორიების ორგანიზებული ჩაბარება კლინიკის ხარისხის მართვის სამსახურში. ** რეპორტინგი: უშუალო ხელმძღვანელის სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება და პერიოდული ანგარიშგება.

უნივერსალური ჩანაცვლების ფუნქცია:

როტაციისა და საჭიროების პრინციპით, ნებისმიერი დეპარტამენტის მენეჯერის (კარდიოლოგიური დეპარტამენტი, პალიატიური მზრუნველობის დეპარტამენტი, ნევროლოგიის დეპარტამენტი, კრიტიკული მედიცინისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი, თერაპიული დეპარტამენტი, ER/გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტი, ქირურგიული დეპარტამენტი) არყოფნის (შვებულება, ბიულეტენი და სხვ.) პერიოდში მისი მოვალეობების სრულად შესრულება, რაც გულისხმობს კონკრეტული დეპარტამენტის სპეციფიკის სწრაფად მართვას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით; ** იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო განათლების მქონე და მსგავსი სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს.

პიროვნული თვისებები:

** კრიტიკული აზროვნების უნარი; ** ანალიზის უნარი; ** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** კომპეტენტურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@respublikuri.ge, ასევე შესაძლებელია მითითებული დოკუმენტაცია დატოვოთ კლინიკის კანცელარიაში.

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკამ" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიაზე CV-ების მიღების ბოლო თარიღია 2026 წლის 15 სექტემბერი.

Report this

About the employer
ყიფშიძის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free