ანაზღაურებადი სტაჟირება დამწყები ჟურნალისტებისათვის
საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ-გაზეთი „მეტრონომი“ (www.metronome.ge) აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას დამწყები ჟურნალისტებისათვის (სტუდენტები, სტაჟიორები) ონლაინ-გაზეთში ახალი ამბების განყოფილებაში, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით. განიხილება კანდიდატი ნებისმიერი გამოცდილებით
მოთხოვნები: - კანდიდატი უნდა იცოდეს ქართულ ენაზე წერა და ბეჭდვა; - კანდიდატი უნდა იყოს მოტივირებული, კომუნიკაბელური და პუნქტუალური.
პირობები: - სამუშაო განაკვეთი ყოველ დღე 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. - (შაბათ-კვირის გარდა, დროების შეთანხმება შესაძლებელია)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@metronome.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სტაჟიორი ჟურნალისტი“