8061 live vacancies
← All vacancies

D3C6TAMN Posted 26 Aug 6 views

ბარისა და სტუმრის მიმღები

სასტუმრო ეპიზოდი via jobs.ge
Tbilisi Full-time Administration / Management
Negotiable Apply by

ვინ ვართ ჩვენ?

სასტუმრო "ეპიზოდი" შექმნილია ენერგიული, დინამიკური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას. სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს, ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.

სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას ბარისა და სტუმრის მიმღების პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სთ (5 სამუშაო 2 დასვენების დღე) ბენეფიტები: კვება/დაზღვევა/ფასდაკლება სასტუმროს სერვისებზე

ფუნქციები და მოვალეობები:

** სასტუმროში სტუმრის მიღება და საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციაში დახმარება; ** სტუმრების შეკითხვებზე და მოთხოვნებზე დროული და ეფექტური რეაგირება; ** სასტუმროს სამართავ პროგრამებში მუშაობა; ** რესტორანში, ბარსა და ღონისძიებებზე სტუმრების მაგიდებთან მომსახურების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა; ** თავაზიანობა და კეთილგანწყობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა; ** ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე: career@episodehotels.com, სათაურის ველში მიუთითეთ - "ბარის და სტუმრის მიმღები".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დავუკავშირდებით მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს. კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

Report this

About the employer
სასტუმრო ეპიზოდი
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free