საწყობის ოპერატორი-დისპეჩერი
შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „საწყობის ოპერატორი-დისპეჩერის“- პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები: - 1C სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობა (კერძოდ: საწყობიდან გასული საქონლის რეალიზაციაზე ზედნადების გააქტიურება, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება და დასრულება); - უკან დაბრუნებლი საქონლის მიღება და ზედნადების გააქტიურება/დასრულება; - საწყობიდან სხვა ობიექტებზე გადაზიდული საქონლის შიდა გადაზიდვის ზედნადების გააქტიურება/დასრულება/კორექტირება. - მიღებულ საქონელზე შესყიდვის დოკუმენტის აღრიცხვის კოორდინატორისთვის მიწოდება, შესაბამისი ნაშთის არ არსებობის შემთხვევაში შესყიდვების სამსახურის უფლებამოსილი პირის წერილობითი ინფორმირება; - რეალიზებული პროდუქციის ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტების, ზედნადებების შენახვა-დაარქივება; - საწყობიდან რეალიზებულ პროდუქციაზე საგარანტიო ტალონების შევსება, მძღოლისთვის, ყიდველისთვის გადაცემა; - რეალიზებული პროდუქციის დაგეგმილი მიწოდების ვადის ცვლილების თაობაზე, გაყიდვების სამსახურის/ მონიტორინგის ოპერატორის დაუყოვნებლივი ინფორმირება. - აღრიცხვის კოორდინატორთან ერთად მისამართების ამოღება-დაგეგმვა-გადანაწილება; - საწყობის მენეჯერისთვის პროგრამული ნაშთების მიწოდება; - დანაკლისი-ზედმეტობის აღმოჩენის შემთხვევაში, საწყობის მენეჯერის და აღრიცხვის კოორდინატორის დახმარება პროგრამულ ნაწილში; - თვეში ერთხელ მძღოლების მიერ განხორციელებული მიწოდების რეპორტების ამობეჭდვა/მიწოდება საწყობის მენეჯერისთვის, ფინანსური დეპარტამენტისთვის; - საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები: - კომუნიკაბელურობა; - სისხარტე; - თავაზიანობა; - პასუხისმგებლობის გრძნობა; - დისციპლინირებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი
ანაზღაურება: - ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი - დღეში ერთჯერადი კვების საფასური 7 ლარის ოდენობით.
სამუშაო გრაფიკი: - კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე. - შაბათი მოკლე სამუშაო დღე 10-დან 15 საათამდე. - ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ასეთის არსებობის შემთხვევაში.
სამუშაო ადგილი: გიგანტის დასახლება,სოფელი კრწანისი. ტრანსპორტირება სამგორიდან.
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://midea.selfrecruit.ge/s/giIT