8300 live vacancies
← All vacancies

E0X728AT Posted 27 Aug 7 views

UV პრინტერის დანადგარის ოპერატორი

სარეკლამო კომპანია Daisy via hr.ge
Tbilisi Full-time Administration / Management
₾1500–2000 / month Apply by

სარეკლამო კომპანია ,,დეიზი“, რომელიც უკვე 24 წელია დაარსდა, ათასობით წარმატებული პროექტის ავტორია.

,,დეიზის“ საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: გარე რეკლამის დამზადება, პრომო პროდუქციის წარმოება, პოლიგრაფიული მომსახურება, ფართოფორმატიანი და ოფსეტური ბეჭდვა, დიზაინერის მომსახურება;

კომპანია აცხადებს ვაკანსიას - UV პრინტერის დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები: - დანადგარის მომართვა, პარამეტრების დაყენება/გასწორება; - საბეჭდი ფაილის მომზადება და ბეჭდვის პროცესის კონტროლი; - სხვადასხვა მასალებზე ბეჭდვის პროცესის შესრულება; - შესრულებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი; - დანადგარის ყოველდღიური მოვლა;

ჩვენი მოთხოვნებია: - აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე; - Corel ცოდნა

სამუშაო პირობები - სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქრების ქუჩა - სამუშაო განაკვეთი-სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე - ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის სამუშაო გამოცდილების და კვალიფიკაციის მიხედვით 1500-2000 ლარი (ხელზე ასაღები)

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ ელ. მისამართზე: hr@daisy.ge

კანდიდატის შერჩევისას კომპანია ითვალისწინებს მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაო გამოცდილებას და უნარ-ჩვევებს. შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.

გაცნობებთ რომ კომპანია ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@daisy.ge

Report this

About the employer
სარეკლამო კომპანია Daisy
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free