8208 live vacancies
← All vacancies

EK2MXGAH Posted 26 Aug 6 views

მზარეული

Brunch By Gastronome via jobs.ge
Tbilisi Internship Food / Restaurants
Negotiable Apply by

"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს.

კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან

"Brunch by Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს მზარეულის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, ფიქსირებული ხელფასი. ** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი (კომფორტული და ორმხრივად შეთანხმებული გრაფიკით). ** სტაჟირება: 1 კვირა (სრულად ანაზღაურებადი). ** ჯანმრთელობის დაზღვევა: სრულად დაფინანსებული კორპორატიული პაკეტი. ** ფასდაკლება: 20%-იანი ფასდაკლება "გასტრონომის" სრულ ასორტიმენტზე. ** კარიერა: რეალური პროფესიული ზრდის პერსპექტივა ჯგუფის შიგნით. ** აღიარება: კვარტალური დაჯილდოებები გამორჩეული თანამშრომლებისთვის და ჯანსაღი, მეგობრული გუნდი.

ძირითადი მოვალეობები:

** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად; ** რეცეპტურის სიზუსტით დაცვა; ** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა; ** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; ** ტექნიკის და ინვენტარის სიზუსტით გამოყენება. ** მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს დაავალოს და მისცეს ზუსტი მითითებები. ** იყოს მუდმივად მოწესრიგებული და ორიენტირებული თავის საქმეზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება . ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** სასურველია პროფესიული განათლება;

ფილიალის ადგილმდებარეობა: ც. დადიანის ქუჩა 23, წყნეთი

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 15 სექტემბრამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge

სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ " შპს გასტრონომ ბრანჩი " შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

Report this

About the employer
Brunch By Gastronome
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free