შეკვეთების გამშვები სპეციალისტი/ამგროვებელი
საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების გამშვები სპეციალისტის/ამგროვებლის პოზიციაზე!
შემოგვიერთდით და გაეცანით სიახლეებს:
https://www.facebook.com/tortibela https://www.instagram.com/patisserie_bela/ https://www.tiktok.com/@belastorti
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე); ანაზღაურება: 1200 ლარი სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს; ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას; ** უფასო კვებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
მოვალეობები:
** პროდუქციის სწორად და დროულად ჩალაგება, ეტიკეტირება და მაღაზიებში გაგზავნის ორგანიზება; ** შეკვეთების არსებულ ნაშთებთან/მარაგებთან გადამოწმება და დამუშავება; ** შეკვეთილი (ინდივიდუალური) ტორტებისა და დამზადებული პროდუქციის გადამოწმება; ** უზრუნველყოფს შეკვეთების გაგზავნას შესაბამისი დოკუმენტაციის (ზედნადები, ანგარიშ-ფაქტურა და სხვ.) მომზადებას; ** დაბრუნებული ან შეცვლილი შეკვეთების მართვა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება; ** მჭიდრო თანამშრომლობა მაღაზიებთან, წარმოებასა და ლოჯისტიკის გუნდთან; ** პასუხისმგებელია ჰიგიენური ნორმებისა და კომპანიაში დანერგილი სტანდარტების დაცვაზე.
მოთხოვნები/პიროვნული უნარ-ჩვევები:
** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@bela.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
გისურვებთ წარმატებას!