არქიტექტორი
"m²" უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.
გადადი ბმულზე https://m2.ge/ და გაიგე მეტი კომპანია "m²"-ზე.
ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა, მაშინ შემოუერთდი m²-ის გუნდს!
კომპანია "m²" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საპროექტო ტერიტორიის საწყისი ანალიზი პირველადი ფინანსური მოდელისთვის, არსებული მდგომარეობის შესწავლა და ქალაქგეგმარებით პარამეტრებთან შესაბამისობის შეფასება; ** პროექტის შემუშავება ან არსებულის კორექტირება, საქართველოში არსებული კანონმდებლობისა და მოთხოვნების შესაბამისად; ** საპროექტო ნახაზების შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში ხარვეზების სწრაფი ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, ან პროექტის კორექტირება; ** მუშა დოკუმენტაციის დამუშავება ან არსებულის შემოწმება/კორექტირება; ** კონსტრუქციული, არქიტექტურული და საინჟინრო ნახაზების შესაბამისობის დადგენა; ** სანებართვო დოკუმენტაციის შესაბამის უწყებებში წარდგენა და ნებართვის მოპოვება, ან პროცესში აქტიური ჩართულობა (მათ შორის ვადების კონტროლი); ** ნებართვის მოსაპოვებლად ან პირველადი ესკიზური პროექტისთვის საჭირო რენდერების და ფოტომონტაჟის მომზადება; ** ფინანსების დეპარტამენტისთვის ბიზნეს მოდელის შესაქმნელად GBA, K2, NSA - ფართების მიწოდება და ტექნიკური მხარდაჭერა; ** ტენდერისთვის საჭირო სრული საპროექტო დოკუმენტების მომზადება/მიწოდება შესყიდვების დეპარტამენტისთვის და ტექნიკურ საკითხებში მხარდაჭერა; ** სამშენებლო გუნდისთვის საპროექტო მასალების მიწოდება და ტექნიკური მხარდაჭერა; ** პროექტის კორექტირებების ანალიზი, ფინანსურ მოდელთან თავსებადობის შეფასება და საჭირო ცვლილებების განხორციელება; ** ექსპლუატაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება; ** საჭიროების შემთხვევაში, მიმდინარე პროექტების ზედამხედველობა ობიექტზე.
საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:
** ბაკალავრის ხარისხი არქიტექტურის მიმართულებით; ** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე; ** გრაფიკული პროგრამების ცოდნა (Archicad/Autocad/Revit/3D Max ან რენდერისთვის საჭირო სხვა პროგრამა); ** ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა; ** დროის მართვის უნარი; ** გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი; ** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** მოქნილობა ცვლილებების მიმართ.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი, შემოუერთდეთ m²-ის გუნდს, გთხოვთ, 25 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobs@m2.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "არქიტექტორი".
ვაცხადებ თანხმობას, ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.
ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.
რეზიუმეს გამოგზავნით, ვადასტურებ, რომ ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პირობებს.