8127 live vacancies
← All vacancies

FC6N5XAB Posted 26 Aug 6 views

მონაცემთა ანალიტიკოსი

Hash Bank via jobs.ge
Tbilisi Full-time Other
Negotiable Apply by

HashBank არის თანამედროვე ბანკი თანამედროვე ცხოვრებისთვის, ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებულ, რევოლუციურ პროდუქტს და ვცვლით წარმოდგენას საბანკო ინდუსტრიის შესახებ.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა - სრული დაფინანსებით პირველივე სამუშაო დღიდან; ** Birthday Day Off - დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე თქვენს დაბადების დღეზე; ** Day Off - დამატებითი 3 ანაზღაურებადი გამოსასვლელი დღე წლის განმავლობაში პირადი დროისთვის; ** განსაკუთრებული ფასდაკლებები ფიტნეს დარბაზებში, სასტუმროებსა და სხვადასხვა კვების ობიექტში; ** ფინანსური მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენების დროს - დაოჯახების და შვილის შეძენის შემთხვევაში; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები; ** საკვალიფიკაციო ტრენინგების დაფინანსება.

სამუშაო პირობები:

** პოზიციის დასახელება: მონაცემთა ანალიტიკოსი (მარკეტინგი) ** სამუშაო განრიგი: სრულად ოფისიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00 - 19:00სთ. ** ოფისის მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი.

სამუშაო მოვალეობები:

მარკეტინგული ეფექტიანობა და მოზიდვა (Acquisition):

** სხვადასხვა არხების (paid media, referral, influencer) ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება ROMI-ს გასაუმჯობესებლად. ** Acquisition Cohort ანალიზი გრძელვადიანი ღირებულების დასადგენად (მაგ. TikTok-ით მოყვანილი მომხმარებელი 90 დღის შემდეგ უფრო ღირებულია, თუ Google-ით?). ** კამპანიების მომგებიანობის, მარკეტინგული Incrementality-ის, სარეკლამო კრეატივებისა და Push / CRM შეტყობინებების ეფექტიანობის გაზომვა.

პროდუქტის ანალიტიკა და ძაბრის (Funnel) ოპტიმიზაცია:

** მომხმარებლის ქცევის კვლევა (funnel analysis, activation metrics) და პროდუქტის ფუნქციონალის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ** იმ მიზეზების კვლევა და დიაგნოსტიკა, რაც იწვევს ონბორდინგის ეტაპებში (KYC) ან მომხმარებლის შეკავების (Retention) კრიზისს. App Store / Google Play ანალიტიკის, რეგისტრაციისა და აქტივაციის პროცესების მონიტორინგი ბარიერების აღმოსაფხვრელად.

სასიცოცხლო ციკლისა და ტრანზაქციების ანალიზი:

** მომხმარებლის ქცევის ტრეკინგი ნეობანკის მთავარ ფუნქციებში: ბარათების, ნაღდი ფულის, გადარიცხვების (მათ შორის საერთაშორისო დერეფნების) და კრიპტო ანალიტიკა. ** Wallet Share-ის, კომუნალური გადასახადებისა (Utility Payments) და ხარჯების ანალიზი ფინანსური ჯანმრთელობისა (Financial Health) და Merchant Affinity-ის დასადგენად. ** Retention-ის მამოძრავებელი ფაქტორების (Drivers), ჩვევის ფორმირების (Habit Formation) და მომხმარებლის სასიცოცხლო ღირებულების (LTV) კალკულაცია და ანალიზი (DAU / WAU / MAU ჭრილში).

მონაცემთა ვიზუალიზაცია და ტესტირება:

** მენეჯმენტისთვის საინტერესო, გამჭვირვალე დეშბორდების შექმნა (Layer 1-დან Layer 5-მდე), რომელიც რეალურ დროში ასახავს ბიზნესის ჯანმრთელობას. ** A/B ტესტირება: ჰიპოთეზების ფორმულირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება: მონაცემთა ანალიზის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება საბანკო სექტორში სავალდებულოა. ** მონაცემთა ბაზები: SQL-ის ცოდნა მაღალ დონეზე (Query optimization, complex joins). ** ვიზუალიზაცია: Tableau, Power BI ან Looker-თან მუშაობის გამოცდილება. ** პროგრამირება: Python ან R მონაცემთა დამუშავებისთვის (Pandas, NumPy). ** MS Excel-ის ფლობა მაღალ დონეზე. ** ბიზნეს-ხედვა: ანალიტიკური აზროვნება და უნარი, ციფრები აქციოთ ბიზნეს-გადაწყვეტილებებად. ** ენები: ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე.

პიროვნული უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** დეტალებზე ფოკუსირების უნარი; ** სისწრაფე და ოპერატიულობა; ** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი; ** ახალი ტექნოლოგიებისა და სისტემების სწრაფი ათვისების უნარი; ** დამოუკიდებელი მუშაობისა და ინიციატივების გამოჩენის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge და გთხოვთ სათაურში მიუთითოთ: მონაცემთა ანალიტიკოსი (მარკეტინგი).

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 26 სექტემბერი 2026.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge

სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.

Report this

About the employer
Hash Bank
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free