იურისტი
ალფა დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული განათლება;
- იურისტად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
- იურიდიულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი) ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნების უნარი, დამოუკიდებლობა;
- პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, მიზანდასახულობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.
ფუნქცია–მოვალეობები: - სამართლებრივი საკითხების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მოზადება; - კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით შემოსული საჩივრების შესწავლა, სამართლებრივი ანალიზი და შემდგომი რეაგირება; - სარჩელის, შეგებებული სარჩელის, შესაგებლის მომზადება და სასამართლოში წარდგენა; - წარმომადგენლობა სასამართლოებში; - სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება, მიღებულ კორესპონდენციაზე დროული რეაგირება; - მიმდინარე და დასრულებული სასამართლო პროცესების აღრიცხვა, ერთიან სისტემაში განთავსება და ანალიზი; - სამსახურებრივი ურთიერთობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახაზინო სამსახურთან - სახელმწიფო ბაჟების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით; - სამსახურებრივი ურთიერთობა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან - იძულებითი აღსრულების ღონისძიებებთან დაკავშირებით (შესაბამისი წერილების მომზადება კონკრეტულ საკითხებზე ინფორმაციის მიღების მიზნით და ა.შ); - მიმდინარე სასამართლო დავებთან დაკავშირებით, კონსულტაციის გაწევა როგორც კომპანიის თანამშრომლებისათვის, ასევე დაინტერესებული მოქალაქეებისათვის;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.