8300 live vacancies
← All vacancies

H15N9J7C Posted 27 Aug 6 views

ქსელის განვითარების სამსახურის პროექტანტი

თბილისი ენერჯი via jobs.ge
Tbilisi Full-time Administration / Management
Negotiable Apply by

შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ქსელის განვითარების სამსახურის პროექტანტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი ან პროფესიული ტექნიკური განათლება;

დამატებითი მოთხოვნები:

** პროგრამა AUTOCAD-ის გამოყენება; ** პროექტირების განხრით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** საპროექტო სამუშაოების წარმოება; ** საპროექტო სამუშაოების კალკულაციის შედგენა; ** სამსახურში შემოსული პროექტების შესაბამის უწყებებთან შეთანხმება სამუშაოების ნებართვის მისაღებად.

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი;

კომპიუტერული უნარ-ჩვევები: საოფისე პროგრამები;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას; ** მეგობრულ გარემოს; ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა 18ა; ანაზღაურება კონკურენტული

დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://my.te.ge/

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 27 სექტემბერი;

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "თბილისი ენერჯისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა. თანხმობის შემთხვევაში, კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება ექვსი (6) თვის ვადით ან / და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "თბილისი ენერჯი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.

Report this

About the employer
თბილისი ენერჯი
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free