8127 live vacancies
← All vacancies

J0EYF71H Posted 26 Aug 6 views

Shark Ninja-ს ბრენდ ამბასადორი

ჯეოტეკ დისტრიბუცია via hr.ge
Zugdidi Full-time Sales
₾1000 / month Apply by

შპს "ჯეოტეკ დისტრიბუცია" (მსოფლიო ბრენდების (Shark, Ninja, JBL, HarmanKardon, Dyson, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში) საქართველოში Shark|Ninja-ს მაღაზიისთვის აცხადებს ვაკანსიას Shark|Ninja-ს ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე ქალაქ ზუგდიდში.

მდებარეობა: ზუგდიდი, სავაჭრო ცენტრი "ზუგდიდი მოლი" სამუშაო კვირაში 6 დღე (36 საათი), ცვლები: 10:00-17:00, 15:00-22:00; ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება; - უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა; - სასურველია ტექნიკის სფეროში გამოცდილება;

ფუნქცია-მოვალეობები: - მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; - კლიენტების მოზიდვა და პროდუქციის შეთავაზება; - პროდუქციის განლაგება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად; - გაყიდვამდე საქონლის ვარგისიანობის შემოწმება, მომხმარებელთან დემონსტრირება, გაყიდული ტექნიკის შეფუთვა; - ახალი მოდელების შესწავლა; - სექციაში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა.

პიროვნული თვისებები: - ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალობა; - მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა; - მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა; - პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი; - გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@geoteckltd.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “ Shark|Ninja -ბრენდ ამბასადორი ”, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

Report this

About the employer
ჯეოტეკ დისტრიბუცია
Website ↗

Hire in Georgia without the hassle

Free